უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე ზაზა დავითაია დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:21 | 18.04.2019
ნანახია: 1207

საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი ზაზა დავითაია დააკავეს.

აქციაზე მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის, შალვა შავგულიძის სიტყვით გამოსვლის დროს, დავითაიამ მას ჰკითხა, თუ რატომ დგას დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელების გვერდით.

ამ შეკითხვას აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

უზენაეს სასამართლოსთან აქციას მართავენ „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“. ისინი პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას აწყობენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე