მოვუწოდებ მოსახლეობას კონსტრუქციული დიალოგისკენ, რადგან ნებისმიერი ჰესის მშენებლობა არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საჭიროება - გიორგი ჩიქოვანი
საქართველო, თბილისი - 14:02 | 22.04.2019 ნანახია: 1225
„როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რა ხდებოდა უახლოეს წარსულში საქართველოში, როდესაც დამოკიდებულნი ვიყავით სხვა ქვეყნის ენერგორესურსზე, ელექტრომომარაგებასა თუ გაზით მომარაგებაზე, რამდენჯერ, გაგვეთიშა ერთდროულად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება. ჩვენთან შეჩერებულია ჰესების უდიდესი ნაწილის მშენებლობა და ვფიქრობ, მოსახლეობასთან აქტიურად მიდის გარე ძალების მუშაობა, რომ არ აშენდეს ჰესები. უმჯობესია, ჩვენ ვლაპარაკობდეთ, კონკრეტულად რომელ ადგილზე როგორი ჰესები აშენდეს, როგორ შევარბილოთ მისი გავლენა გარემოზე, მაგრამ „არ აშენდეს ჰესი" - ეს არის მიუღებელი, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული აქცია და ეს არის ჩვენი დიდი გამოწვევა" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩიქოვანმა გააკეთა.
მისი ინფორმაციით, ინვესტორი უკვე ერთ წელზე მეტია მუშაობს პანკისის ხეობის მოსახლეობასთან, იყო საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრები, თუმცა, გიორგი ჩიქოვანის შეფასებით, გუშინ მოხდა პროვოკაცია.
„ვფიქრობ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ კომუნიკაცია მოსახლეობასთან და მიმაჩნია, რომ ეს არ არის გადაულახავი პრობლემა" - აღნიშნა ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა. გიორგი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 5-მეგავატიანი ჰესი არის აბსოლუტურად უსაფრთხო.
„20 მეგავატიანი ჰესი რომ დგას ორთაჭალაში, ვინმე გრძნობს რაიმე ზიანს? თუ 5-მეგავატიანი ჰესი არის საფრთხის შემცველი, მაშინ უნდა დავანებოთ თავი ყველაფრის მშენებლობას, აღარ უნდა გამოვიყენოთ ელექტროენერგია და ვიცხოვროთ დენის გარეშე" - განაცხადა ჩიქოვანმა და მოსახლეობას მოუწოდა, რომ კონსტრუქციულად წამოვიდეს დიალოგზე ინვესტორთან, სამთავრობო სტრუქტურებთან, რადგან ეს რომელიმე კომპანიის ბიზნესინტერესი კი არა, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საჭიროებაა.
მისი შეფასებით, კეთდება უპასუხისმგებლო პოლიტიკური განცხადებები იმ ფონზე, როდესაც ენერგეტიკული დამოუკიდებლობა სასიცოცხლოდ ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















