სერბეთის პოლიციამ ქურდობის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა

საქართველო, თბილისი - 09:51 | 02.05.2019
ნანახია: 1023

სერბეთში ქალაქ უჟიცეს პოლიციამ, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს 2 მოქალაქე დაკავა. სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები ბინების გაქურდვაში არიანეჭვმიტანილები. ისინი სახლებში შესასვლელად კარს სპეციალური იარაღებით აღებდნენ და ოქროულობას, ფულსა და ტექნიკას იპარავდნენ. ჩხრეკისას ამოღებულია პისტოლეტი და მოპარული ნივთები. ეჭვმიტანილები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე