სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა

საქართველო, თბილისი - 11:21 | 03.05.2019
ნანახია: 1159

სოფელ ყანდაურაში მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში მოხდა და 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. დაჭრილია ცოლიც, რომელსაც სამედიცინო დახმარება უტარდება.

შემთხვევა სოფელში დღეს დილით მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

რა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი, გამოძიება დაადგენს. მამაკაცი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე