ციხეებში ვიდეოჩანაწერებს ხუთის ნაცვლად 30 დღე შეინახავენ
საქართველო, თბილისი - 15:36 | 14.05.2019 ნანახია: 1285
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 13 მაისის N403 ბრძანებით პენიტენციურ სისტემაში ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით გადაღებული მასალის შენახვის 5-დღიანი ვადა 30 დღემდე გახანგრძლივდა. ცვლილების პრაქტიკაში დანერგვა ფინანსურ და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გულისხმობს. 2019 წლის 1 ივლისიდან ის გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ამოქმედდება, ხოლო სრულად ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში 2021 წლის 1 იანვრისთვის იქნება დანერგილი.
მოცემული ცვლილების განხორციელება საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობამ განაპირობა.
„ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანების თავდაპირველი ვერსია ელექტრონული მეთვალყურეობის მასალების შენახვის 24 საათიან ვადას ითვალისწინებდა. ამავე მინისტრის 2017 წლის 20 მარტის ბრძანებით ეს ვადა 120 საათამდე (5 დღე-ღამე) გაიზარდა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, საქმის „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვისას, 2018 წლის დეკემბერში ასევე დაადგინა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების შენახვის არსებული 5-დღიანი ვადის გახანგრძლივების აუცილებლობა.
გარდა ამისა, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველს გონივრულად მიაჩნია ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადის არანაკლებ 10 დღე-ღამემდე გაზრდა.
იუსტიციის მინისტრის მიერ ჩანაწერების შენახვის ვადა მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიცვალა. ცვლილება, მომავალში, ჩანაწერების შენახვის ვადებთან დაკავშირებით ნებისმიერი პრობლემის გამორიცხვას ისახავს მიზნად. მოცემულ ვადასთან მისადაგების მიზნით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ცვლილების ამოქმედების პერიოდი 2019 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის დასაწყისამდე განისაზღვრა, რათა ცვლილებები სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მატერიალურ-ტექნიკური თუ ფინანსური მზაობის ხარისხის გათვალისწინებით დაინერგოს. №2 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში ცვლილება 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება; №12 პენიტენციურ დაწესებულებაში - 2020 წლის 1 თებერვლიდან; №7, №9, №17 და №19 პენიტენციურ დაწესებულებებში - 2020 წლის 1 ივლისიდან; №5 და №6 პენიტენციურ დაწესებულებში - 2020 წლის 1 ოქტომბრიდან; ხოლო №3, №11, №14, №16 და №18 პენიტენციურ დაწესებულებებში 2021 წლის 1 იანვრიდან.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















