პროკურატურა ცდილობს ორი ბრალდებულის დასჯით გადაფაროს სხვების მიერ ჩადენილი ჩემი შვილის სასტიკი მკვლელობა - ზაზა სარალიძე მოსამართლეებს მიმართავს
საქართველო, თბილისი - 12:31 | 17.05.2019 ნანახია: 1195
ჩემი თვალით ვხედავ როგორ ცდილობს პროკურატურა დაფაროს სიმართლე და ფაქტიურად გამოუძიებელი საქმე წარმოგიჩინოთ კარგად გამოძიებულ საქმედ, - წერს ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე „ფეისბუქის“ გვერდზე და მოსამართლეებს მიმართავს.
როგორ ზაზა სარალიძე აღნიშნავს, ბრალდების მხარე ცდილობს ყველაფერი გადააბრალოს ორ ადამიანს და მიჩქმალოს იმ პირთა დანაშაული, ვინც ასევე მათთან ერთად განახორციელა მისი შვილის მკვლელობა.
“ბატონო მოსამართლენო, მოგმართავთ განცხადებით, ვინაიდან სასამართლო პროცესზე არ ვარ ცნობილი მხარედ და არ მეძლევა სიტყვის თქმის უფლება. ძალიან ძნელია ჩემთვის, ვუსმინო როგორ ცდილობენ საქმის არასწორად წარმართვას და ხმა არ ამოვიღო. როგორ ცდილობენ საქმიდან უდანაშაულოდ გამოვიდეს ძირითადი დამნაშავე, უფრო მეტიც ძირითად სანდო მოწმედ წარმოაჩინონ.
როდესაც დაიწყო ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიება, აქტიურად ვხვდებოდი ინციდენტში მონაწილე პირებს, ვიღებდი მაქსიმალურ ინფორმაციას, რათა დამედგინა მომხდარის დეტალები. ასევე შეძლებისდაგვარად ვცდილობდი თვალი მედევნებინა გამოძიების მიმდინარეობისთვის. ვინაიდან გამაჩნდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თავიდანვე აშკარად ჩანდა, რომ საგამოძიებო ორგანო ხელს აფარებდა დამნაშავებს, რომლებმაც, დანამდვილებით ვიცი, რომ უშუალოდ მიაყენეს ჭრილობები ჩემს შვილს. ჩემ მიერ თვითმხილველი პირებისგან მიღებული ინფორმაციები ძალიან განსხვავდებოდა ამ პირთა მიერ თავიდანვე, გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციისგან.
რა თქმა უნდა, ვინაიდან ვხედავდი რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდიოდა, მქონდა პროტესტი ბრალდების მხარის მიმართ, რასაც ხშირად ვაჟღერებდი ტელევიზიით. თუმცა არსებითი განხილვის დაწყებისთანავე, როდესაც უნდა მომხდარიყო სასამართლო პროცესზე ჩემი დაკითხვა, პროკურორებმა დამაიმედეს, რომ მოწმეები სასამართლო პროცესზე მაინც დაიწყებდნენ სიმართლის თქმას და პროცესის მიმდინარეობის დროს გაირკვეოდა სრული სიმართლე.
სამწუხაროდ, არსებითი განხილვის დროს არათუ გაღრმავდა ჩემი ეჭვები, არამედ 100%-ით დავრწმუნდი, რომ ბრალდების მხარეს ეს საქმე ისე აქვს გამოძიებული, რომ დაიფაროს სიმართლე და რეალური დამნაშავეები გადაურჩნენ სასჯელს. ბრალდების მხარე ცდილობს ყველაფერი გადააბრალოს ორ ადამიანს და მიჩქმალოს იმ პირთა დანაშაული, ვინც ასევე მათთან ერთად განახორციელა ჩემი შვილის მკვლელობა!!!
მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ იურისტი, ჩემი თვალით ვხედავ, როგორ ცვლიან მოწმეები ჩვენებებს, როგორ აძლევენ სასამართლოს ცრუ ჩვენებებს, როგორ დაუჯერებელ ვერსიებს იგონებენ. ჩემი თვალით ვხედავ როგორ ცდილობს პროკურატურა დაფაროს სიმართლე და ფაქტიურად გამოუძიებელი საქმე წარმოგიჩინოთ კარგად გამოძიებულ საქმედ. ჩემი თვალით ვხედავ, რომ სასამართლოში დაკითხული მთავარი მოწმეების ჩვენებების დაჯერება ყველა ნორმალურ, საღად მოაზროვნე ადამიანისთვის სრულიად წარმოუდგენელია. პროკურორი კი, ამ ყველაფერის მიუხედავად, გამოდის და საზოგადოებას (რომელიც დახურული სხდომების მიმდინარეობას სამწუხაროდ თვალს ვერ ადევნებს) ნაცარს აყრის სახეში და ატყუებს თითქოს ბრალდების ვერსია მტკიცდება სასამართლოში.
ნაცვლად იმისა რომ პროკურატურა ცდილობდეს სიმართლის დადგენასა და -დამნაშავეების გამოაშკარავებას, პროკურატურა ცდილობს ორი ბრალდებულის დასჯით გადაფაროს სხვების მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული- ჩემი შვილის სასტიკი მკვლელობა!
რაც შეეხება ბრალდებულებს (გ.ჯ.და გ.ბ) პროკურატურა ცდილობს სხვა პირების (რომლებიც არ არიან დასჯილი) ნამოქმედარიც მათ მიაწეროს. მეორეს მხრივ თავად ბრალდებულები ცდილობენ შეიმსუბუქონ მდგომარეობა და საქმე თავდაცვით გაამართლონ. არა ბატონო მოსამართლენო, ეს იყო განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ჯგუფურად, და ამ დანაშაულის ჩამდენი მხოლოდ ერთი პირია სასამართლოზე წარდგენილი (დავით სარალიძის ეპიზოდში). ჩემი მიზანია ყველა პირი დაისაჯოს მათი ქმედების პროპორციულად. მე არ მსურს, ჩემი გარდაცვლილი შვილის სული დავამძიმო პირის იმაზე მძიმედ დასჯით ვიდრე ის იმსახურებს, მაგრამ არც იმას დავუშვებ, რომ დამნაშავეები, რომლებიც გარეთ თავისუფლად დადიან, დაუსჯელი დარჩნენ!!!
სამწუხაროა, მაგრამ დღესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა არ არიან ადეკვატურები ამ უმძიმესი დანაშაულის მიმართ, პროკურატურა მთელი ძალით ცდილობს გაიტანოს პირვანდელი ბრალდება სააპელაციო სასამართლოში, მაქვს იმედი, რომ სასამართლო არ მოექცევა პროკურატურის ზემოქმედების ქვეშ. მაქვს იმედი, რომ თქვენი განაჩენით არ გაიზიარებთ პროკურორების მიერ გამოგონილ ვერსიებს და გადადგამთ ნაბიჯს სამართლიანობისკენ.
ვფიცავ ჩემი შვილის სულს, რომ მე ბოლომდე ვიბრძოლებ და მივაღწევ იმას, რომ დაისაჯონ დანაშაულის ჩამდენი პირები, რომლებსაც დიდი მონდომებით მფარველობენ და რომლებიც დღეს გარეთ თავისუფლად დადიან!
გთხოვთ რომ იყოთ პრინციპული, ობიექტური, მიუკერძოებლად შეაფასოთ ის მასალები და ჩვენებები, რომლებიც წარმოდგენილია საქმეში. გთხოვთ, როგორც მოსამართლემ, თქვენი განსაკუთრებული წვლილი შეიტანოთ ამ საქმეზე ყველა დამნაშავის გამოსააშკარავებლად და საბოლოოდ სიმართლის დასადგენად.
მე ბრძოლას საბოლოო მიზნის მიღწევამდე არ შევწყვეტ! - წერს ზაზა სარალიძე.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















