ტყიბულში, ქვანახშირის კარიერში ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 10:41 | 28.05.2019
ნანახია: 887

ტყიბულში მაშველებმა ქვანახშირის კარიერში ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს. 

სამაშველო სამუშაოები ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე მთელი ღამის მანძილზე მიმდინარეობდა.

ტყიბულში, გარე მოპოვების ერთ-ერთ კარიერზე, სადაც ჩამოშლილმა მიწის მასამ 55 წლამდე მამაკაცი მოიყოლა, გვირაბის გამაგრებითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 


მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე