ბათუმში მაღალჩინოსნები დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:56 | 30.05.2019
ნანახია: 972

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად ორი მაღალჩინოსანი აიყვანეს. წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი აჭარის განათლების მინისტრის პირველი მოადგილე, წარსულში კი ბათუმის ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე. მაუწყებელს უთხრეს, რომ მანველიძე მის თვალწინ დააკავეს. ინფორმაციას არ გვიდასტურებენ ამ ეტაპზე არც მერიაში და არც განათლების სამინისტროში. განათლების სამინისტროს პრესსამსახურში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. ტელეფონის ზარებს არ პასუხობს არ ბაგრატ მანველიძე.

სპეცოპერაცია ჩატარდა ბათუმის მერიაშიც, წყარო აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს გვეუბნება რომ მერიის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია დაკავებული.

პარალელურად აჭარის პროკურატურამ 17:00 წუთზე ბრიფინგი ჩაინიშნა. ამ ეტაპზე უცნობია, უკავშირდება თუ არა ბრიფინგი ბათუმში ჩატარებულ ორ სპეცოპერაციას სახელმწიფო უწყებებში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე