ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 17:01 | 30.05.2019
ნანახია: 1131

დაკავებულია ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სავარაუდო დაკავებულებს შორის არიან ასევებათუმის ვიცე მერი თენგო პეტრიძე - გოგა ლომაძე (ერგასლან ლომაძე), ნუკრი ხინთიბიძე, ბექა ხალვაში. ყველა მათგანი წარსულში კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობდა.

ბათუმის მერიაში ამ ეტაპზე ინფორმაციას არ ადასტურებენ. პრესსამსახურში ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იციან.

აჭარის მაუწყებლის გადამღებმა ჯგუფმა, მერიიდან გამოსული პოლიციის თანამშრომელი დააფიქსირა, თუმცა თქვა, რომ შენობაში პირად საქმეზე იყო და სპეცოპერაციის შესახებ არაფერი იცის.

მაუწყებლის ინფორმაციით, დღეს სპეცოპერაციით აიყვანეს განათლების მინისტრის მოქმედი მოადგილე ბაგრატ მანველიძე, რომელიც წლების განმავლობაში ბათუმის ვიცე-მერი იყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე