მარჯანიშვილის ქუჩაზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - დაკავებულია 2 პირი

საქართველო, თბილისი - 09:15 | 31.05.2019
ნანახია: 1008

მარჯანიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფესთან ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაუპირისპირდნენ.

მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელები სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. მათი თქმით, დამნაშავეებმა უცხოელებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე