დავით კირკიტაძე თავისუფალია

საქართველო, თბილისი - 15:41 | 31.05.2019
ნანახია: 1019

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე თავისუფლია. პროკურატურამ მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. ბრალდების მხარემ გურჯაანის სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ კირკიტაძე იქნეს დამნაშავედ მიჩნეული და სასჯელის სახით შეეფარდოს 2-წლიანი პირობითი სასჯელი. საპროცესო გარიგების პირობებს დაეთანხმა ბრალდებული და მისი უფლებადამცველი. 

დავით კირკიტაძეს 16 დეკემბერს ველისციხის ინციდენტის დროს პოლიციელზე თავდასხმას, წინააღმდეგობის გაწევასა და შსს- ს კუთვნილი ტექნიკის დაზიანებას ედავებოდნენ.

სასამართლოზე მოწმის სახით ჩვენება მისცა ბრალდებულმა. კირკიტაძის გამოკითხვა ბრალდების მხარის შუამდგომლობით მოხდა. დავით კირკიტაძემ  წარდგენილ ბრალდება აღიარა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე