„რემენა“ და „რიჟა“ გაგიგიათ? - გიგა ბოკერია ნათია თურნავას
საქართველო, თბილისი - 15:12 | 07.06.2019 ნანახია: 1599
პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას უსმენენ, ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, რომ ნათია თურნავა ჭიათურელი მაღაროელების გაფიცვის შესახებ დასმულ კითხვებს თავს არიდებდა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მინისტრს ჰკითხა, ადევნებდა თუ არა ის თვალს ტელევიზიით ჭიათურის მაღაროში დაწყებულ გაფიცვას. ამ კითხვაზე მინისტრმა გიგა ბოკერიას არ უპასუხა.
ამის შემდეგ ბოკერიამ ნათია თურნავას ჰკითხა, სმენია თუ არა „რემენას“ შესახებ.
„რემენა" გაგიგიათ, ქალბატონო ნათია?-ამაზეც არ მცემთ პასუხს? თქვენ გინდათ ქალბატონო ნათია, რომ მერე პასუხები არ გამცეთ. გაგიგიათ თუ არა „რემენა“? თუ არ გაგიგიათ მიპასუხეთ,“- მიმართა ბოკერიამ.
ბოკერია სხდომაზე ასევე დაინტერესდა, ნათია თურნავამ იცის თუ არა, ვინ არის მეტსახელად „რიჟა“.
„არც ეგ არ იცით? პოლიტიკური ფიგურა ხართ ქალბატონო ნათია, ბიუროკრატი კი არ ხართ. ხელისუფლება ამბობს, ქურდულ სამყაროს ვებრძვითო, ჭიათურაში ვუყურებდით, ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს გვერდით ის ხალხი როგორ გაყავდათ, ვინ პროტესტს აცხადებდა. ეს პრობლემად მიგაჩნიათ, თუ არა? პასუხის ისევ არ გაქვთ? დაგეხმაროთ, ეს ხალხი ვინაა? მინისტრი მოდის, რაღაც სადღეგრძელოებს გვეუბნება როგორ ზრუნავს, ქვეყანაზე და გაჭვირვებულ ხალხზე. თქვენი პოლიტიკური გუნდიდან „ვარსკვლავი“ რომ გყავთ გახარია, ის ამბობს, თურმე ხალხი არ თანამშრომლობს და ქურდული გაგება პრობლემა არისო. ტელევიზიით, რომ უყურებთ კონკრეტულ ვითარებას, მინისტრი მოდიხართ და პასუხიც არ უნდა გქონდეთ?“, – მიმართა თურნავასბოკერიამ.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















