სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულებულია დავა - თეა წულუკიანი „რუსთავი 2“-ის საქმეზე
საქართველო, თბილისი - 12:52 | 18.07.2019 ნანახია: 1535
„სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულებულია დავა,"- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულებულია დავა. 7 მოსამართლისგან შემდგარმა პალატამ გადაწყვიტა შემდეგი: ერთხმად დაადგინამ რომ აღარ არსებობს 2017 წლის მარტში გამოყენებული შეჩერების ღონისძიების მიზანშეწონილება და ის არის მოხსნილი. დაუშვებლად სცნო სრულად "რუსთავი 2"-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა. დაუშვებლად სცნო როგორც დაუსაბუთებელი ძმები, ყარამანაშვილების და "TV საქართველოს" საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა ძმები ყარამანიშვილებისა და "TV საქართველოს" სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც უკავშირდება ნინო გვენეტაძეს. ამ საქმეზე არ არსებობს საჩივრის განხილვის აუცილებლობა,“-განაცხადა თეა წულუკიანმა.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმეზე.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.
სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა დროებითი ღონისძიება, რომელიც აჩერებდა რუსთავი 2-ის შესახებ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
თავის დროზე უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის შესახებ გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო, რომელიც მოგვიანებით შეაჩერა სტრასბურგის სასამართლომ, დროებითი ღონისძიების სახით.
2017 წლის მარტში, უზენაესი სასამართლოს დიდმა კოლეგიამ მოსარჩელეთა მოთხოვნა დააკმაყოფილა და ტელეკომპანიის 60 პროცენტიანი წილი ქიბარ ხალვაშს, ხოლო 40 პროცენტი – შპს „პანორამას“ მიაკუთვნა.
სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გაუქმების შესახებ.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















