ანი სირაძე ახალ წელს ახალი სიმღერით ხვდება
საქართველო, თბილისი - 15:19 | 21.12.2015 ნანახია: 2405
მომღერალ ანი სირაძეს ახალი წელი განსაკუთრებულად უყვარს. უყვარს წინასაახაწლო მზადება, ახალი ნივთების შეძენა და ცდილობს, რომ ყოველ ახალ წელს განსაკუთრებულად შეხვდეს.
სულ ახლახანს, მომღერალმა ახალი სიმღერა ჩაწერა, რომელიც მის ბებიას ეთერ ჭელიძეს ეკუთვნის. სიმღერს სახელწოდებაა „საშობაო ზღაპარი“, რომლის პრემიერაც სულ მალე რადიო „არ დაიდარდოს“ პირდაპირ ეთერში შედგება.
როგორია ანი სირაძის წინასაახალწლო მზადება, როგორი იყო მისთვის 2015 წელი და რას ელოდება ახალი 2016 წლისგან, ამ და სხვა საინატერესო დეტალებზე „პრაიმნიუსჯორჯიას“ ანი სირაძე ესაუბრება.
ანი სირაძე:
- ვერ ვიტყოდი, რომ 2015 წელი ჩემთვის განსაკუთრებულად კარგი იყო, თუმცა ცუდიც არ ყოფილა.
- როგორი მოლოდინი გაქვს ახალი 2016 წლისგან?
- კარგი და დადებითი. ველოდები ბევრ საინტერესო, კარგ ამბებს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ახალი 2016 წელი, ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე წინა წელი.
- ახალი წლის ტარდიციებზე რას გვეტყვი?
- გამოკვეთილი ტრადიცია არ მაქვს, რადგან ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე სახლში ვერასდროს ვხვდები ახალ წელს, თუმცა მეკვლედ ერთიდაიგივე ადამიანი მყავს და მინდა გითხრათ, რომ კარგად მყავს დაცდილი.
- შენ თუ იქნები წელს ვინმეს მეკვლე?
- შეგნებულად არ ვარ, არავის მეკვლე.
- რატომ?
- ზოგადად მეკვლე ისეთი თემაა, რომ როგორ ფეხზეც შეხვალ ოჯახში მთელი წელი ისე გაგრძელდება, ამიტომ ამხელა პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ საკუთარ თავზე.
- ახალი წლის ღამეს სურვილებს თუ ჩაუთქვამ და აგსრულებია თუ არა ის?
- სხვათაშორის კი ამსრულებია, რადგან იმდენად მიყვარს ახალი წელი, რომ ჩემთვის არის ეს ჯადოსნური ღამე, ამიტომ მჯერა, რომ რასაც ჩაიფიქრებ ის აუცილებლად აგისრულდება.
- ანი, როგორც ვიცი ახალ წელთან დაკავშირებით ახალი სიმღერაც ჩაწერე
- დიახ, სულ ახლახანს ჩავწერე, ჩემი ბებიის ეთერ ჭელიძის სიმღერა, რომელიც ახალ წელზეა. სიმღერა თანამედროვე ვარიანტში გავაკეთე, რომლის ლექსიც ქალბატონ ნანა ცინცაძეს ეკუთვნის. ძალიან პოზიტიური სიმღერა გამოვიდა და მინდა, რომ ასეთი პოზიტივით შევხვდე ახალ 2016 წელს.
- სიმღერას რა ქვია?
- „შობის ზღაპარი“.
- პირველად სად გააჟღერებ ამ სიმღერას?
- ამ სიმღერის პრემიერა რადიო „არ დაიდარდოში“ შედგება და შესაბამისად, პირველად სწორედ მაშინ მოისმენს საზოგადოება.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















