ჩორჩანასთან ვითარება სტაბილურია, რამდენიმე გასროლა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ნადირობის სეზონს - კახა ქემოკლიძე
საქართველო, თბილისი - 11:16 | 30.08.2019 ნანახია: 1496
მოცემული მომენტისთვის ვითარება არის სტაბილური, ადგილზე სიმშვიდეა. რამდენიმე გასროლის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მაგრამ ჩვენი ვარაუდით, ეს იყო უფრო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი საშუალებიდან განხორციელებული გასროლა, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს გარკვეულწილად აქტიურ ნადირობის სეზონს, – ამის შესახებ ჩორჩანას საგუშაგოსთან მყოფმა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ადგილზე იმყოფებიან შსს-სა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
ქემოკლიძემ იმედი გამოთქვა, რომ ვითარება მოლაპარაკებების გზით დარეგულირდება.
„ვარაუდის დონეზე შეგვიძლია, ყველაფერზე ვივარაუდოთ. მაინც მგონია, რომ გუშინდელი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური განცხადებები დე-ფაქტო ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან უფრო იყო გაკეთებული ემოციურ ფონზე. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი იმისა, რომ მოხდება ვითარების დარეგულირება მოლაპარაკებების გზით. ამისთვის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ სრულ მზაობას და იმედი გვაქვს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრების ფორმატი ისევ ისეთ ეფექტიან რეჟიმში გაგრძელდება, როგორც აქამდე ხორციელდება. მზად ვართ, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა ქემოკლიძემ.
მისივე თქმით, ბლოკპოსტის დაშლა არ მოხდება.
„საქართველოს ცენტალური ხელისუფლება დააპირებს პოლიციის ბლოკპოსტის დაშლას იმ შემთხვევაში, თუ ეს ბლოკპოსტი შექმნის გარკვეულ პრობლემებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლოა, ცხოვრობდნენ საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს. მოცემული მომენტისთვის მსგავსი არაფერი ხდება, პირიქით, აღნიშნული ბლოკპოსტი ასრულებს იმ მისიას, რომ ადგილზე მაქსიმალური უსაფრთხოება იქნას ყველასთვის უზრუნველყოფილი. შესაბამისად, ბლოკპოსტი დარჩება იქ, სადაც არის“, – განაცხადა ქემოკლიძემ.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მოთხოვნის ვადა ამოიწურა. მათ 30 აგვისტოს, 06:00 საათამდე ქართული პოსტის გაუქმება მოითხოვეს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















