ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს მტკიცედ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, არ მისცეს საოკუპაციო ძალას ვითარების გამწვავების საშუალება ისე, რომ უკან არ დავიხიოთ - ბაქრაძე
საქართველო, თბილისი - 14:38 | 30.08.2019 ნანახია: 1702
ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ძალიან მტკიცედ, უნდა იმოქმედოს მშვიდად და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირის მისიასთან ერთად, არ მისცეს საოკუპაციო ძალას ვითარების გამწვავების საშუალება ისე, რომ უკან არ დავიხიოთ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ სოფელ ჩორჩანასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.
ბაქრაძე აღნიშნავს, რომ საოკუპაციო ძალა, აგრძელებს ჩვენს ოკუპაციას, ღობავს ჩვენს სოფლებს, იტაცებს ადამიანებს „გაღმა შეედავეს“ პრინციპით ცდილობს, ახლა ქართულ მხარეს გააუქმებინოს სრულიად კანონიერი პოლიციის საგუშაგო.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამას არ უნდა დათანხმდეს, მტკიცედ და ამასთანავე, მშვიდად უნდა იმოქმედოს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ უნდა დავთანხმდეთ და არამხოლოდ ეს კონკრეტული საგუშაგო უნდა იქნას შენარჩუნებული, არამედ უნდა აღდგეს სხვა საპოლიციო პოსტებიც, რომლებიც გაუქმებული იქნა ბოლო წლების განმავლობაში. ქართული პოლიციის ყოფნა არის აუცილებელი წესრიგისა და მშვიდობის დაცვისთვის, ქართული პოლიციის ყოფნა არის მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამიტომ, ამ კონკრეტულ საკითხში, ჩვენ, როგორც ოპოზიცური პარტია, მთლიანად ვუჭერთ მხარს პოსტის შენარჩუნებას. ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ძალიან მტკიცედ, უნდა იმოქმედოს მშვიდად და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირის მისიასთან ერთად, არ მისცეს საოკუპაციო ძალას ვითარების გამწვავების საშუალება ისე, რომ უკან არ დავიხიოთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
სოფელ ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მოთხოვნის ვადა ამოიწურა. მათ ქართული პოსტის გაუქმება 30 აგვისტოს 06:00 საათამდე მოითხოვეს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















