თქვენ ხართ პრორუსული, პროპუტინული ძალა, სამწუხაროდ – სერგი კაპანაძე „ქართულ ოცნებას“
საქართველო, თბილისი - 14:30 | 17.09.2019 ნანახია: 1226
თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოში როგორც არასოდეს გაძლიერდნენ პროპუტინული ძალები. ვნახეთ, ერთ-ერთი გამოდიოდა პოდიუმიდან, თქვენ მოახვედრეთ პარლამენტში, თქვენ გააძლიერეთ, მიეცით ფული, შეაქმნევინეთ ფრაქცია და იმ რაღაც შეხვედრებს რომ ატარებენ, თქვენი აქტივი დაგყავთ იქ, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრ დიმიტრი ცქიტიშვილს.
კაპანაძემ განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის კომიტეტზე „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო სამპუნქტიანი დადგენილების პროექტი, რომელიც ისახავდა მიზნად – პარტნიორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმის შესახებ, რუსეთთან მიმართებაში თავიანთ ურთიერთობებში გაეთვალისწინებინათ საქართველოს თემატიკა. მისივე თქმით, ეს არის იმის ერთ-ერთი მანიშნებელი, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსული ძალაა.
„ბატონო დიმიტრი, თქვენ ახლა შეეცადეთ, ჩვენთვის აგეხსნათ, რატომ ხართ პროევროპული ძალა. სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე, მათ შორის ალბათ იმის გამო, რომ ემოციურად საუბრობთ. ახლა მე შევეცდები აგიხსნათ, რატომ ხართ პრორუსული ძალა. გუშინ ევროინტეგრაციის კომიტეტზე „ქართულმა ოცნებამ“ ჩააგდო სრულიად უწყინარი, სამპუნქტიანი დადგენილების პროექტი, რომელიც ერთადერთ რამეს ისახავდა მიზნად – ჩვენი პარტნიორებისთვის მოგვეწოდებინა, რომ რუსეთთან მიმართებაში თავიანთ ურთიერთობებში გაეთვალისწინებინათ ჩვენი თემატიკა. ამაზე უარი თქვით და ეს არის იმის ერთ-ერთი მანიშნებელი, რატომ ხართ პრორუსული ძალა.
მხოლოდ ეს არ არის. თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს საქართველოში როგორც არასოდეს გაძლიერდნენ პროპუტინული ძალები. ვნახეთ, ერთ-ერთი გამოდიოდა პოდიუმიდან, თქვენ მოახვედრეთ პარლამენტში, თქვენ გააძლიერეთ, მიეცით ფული, შეაქმნევინეთ ფრაქცია და იმ რაღაც შეხვედრებს რომ ატარებენ, თქვენი აქტივი დაგყავთ იქ”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ბოლო წლების განმავლობაში დანერგა ნარატივი, რომ საქართველომ დაიწყო ომი. „პრორუსული ძალა ხართ, რადგან ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გაჩნდა ნარატივი, რომ ომი დაიწყო საქართველომ და ისეთი პრეზიდენტი დაგვისვით პრეზიდენტად, რომელიც ამ გზავნილს იმეორებდა. უმრავლესობა თქვენგანი, რომლებსაც გგონიათ, რომ საგარეო პოლიტიკაზე ექსპერტები ხართ, ხან იმას გვაბრალებთ, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და თურმე ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია ასე, ხან იმას, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ და თურმე ტალიავინმა დაადასტურა. ყველაფერი ეს არის ტყუილი. თქვენ ბოლო წლების განმავლობაში დანერგეთ ნარატივი, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ამიტომ ხართ პრორუსული ძალა. თქვენ ხართ პრორუსული ძალა, რადგან ის, რაც თავის დროზე ივანიშვილმა დაწერა და თქვა, რომ უნდოდა საქართველო გაექრო დღის წესრიგიდან, მაშინ ეს სიტყვები იყო და თქვენ ეს შეასრულეთ. სიტყვა არ არის პრორუსულობა, ეს საქმე არის პრორუსულობა. ის, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენზე აღარ ლაპარაკობენ არც საჯარო გამოსვლებში, არც უმაღლეს შეხვედრებზე, როცა რუსეთს ესაუბრებიან, არის ამის გამოვლინება და ეს არის პრორუსულობის გამოვლინება.
იმიტომ ხართ პრორუსული ძალა, რომ კილომეტრნახევრით შემოიწია კიდევ ერთ-ერთ ადგილზე ადმინისტრაციულმა საოკუპაციო გამყოფმა ხაზმა, რაც მერამდენე შემთხვევაა ამ ბოლო წლების განმავლობაში, ამაზე რეაგირება თითქმის არ გქონდათ, სანამ იძულებული არ გახდით, საზოგადოების წნეხის შედეგად, რაღაც ნაბიჯები გადაგედგათ”, - აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მართავს რუსი ოლიგარქი, თავისი რუუსლი ოლიგარქიული მეთოდებით.
„ყველაზე მთავარი არის ის, რომ გმართავთ რუსი ოლიგარქი თავისი რუსული ოლიგარქიული მეთოდებით, რომლის ამოცანაა, არ იყოს ოპოზიცია, რომ შეიზღუდოს თავისუფალი სიტყვა, რომ დაამთავროს თავისი ოპონენტები, რომ უმცირესობების უფლებები არ იყოს დაცული და ეს არის თქვენი ამოსავალი წერტილი. მასზე გადაფარებული ხართ, ამიტომ ხართ პრორუსული ძალა. არანაირი პროევროპული. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. თქვენ ხართ პრორუსული, პროპუტინული ძალა, სამწუხაროდ“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















