მაია ცქიტიშვილს ვინმემ მაინც უთხრას, რომ ნუ აკეთებს ასეთ ბეც და უპასუხისმგებლო განცხადებებს - ეკა ბესელია
საქართველო, თბილისი - 13:50 | 25.09.2019 ნანახია: 1113
მაია ცქიტიშვილს პრემიერმა ან ვინმემ ყურში მაინც ჩასჩურჩულოს და უთხრას, რომ ნუ აკეთებს ასეთ ბეც და უპასუხისმგებლო განცხადებებს ,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა. მისი თქმით, უხერხულია, რომ მაია ცქიტიშვილს ხან წამების კადრებზე ეცინება, ხან ფარული ჩანაწერების გავრცელების თემით იღლება.
„მაია ცქიტიშვილს პრემიერმა ან ვინმემ ყურში მაინც ჩასჩურჩულოს და უთხრას, რომ ნუ აკეთებს ასეთ ბეც და უპასუხისმგებლო განცხადებებს , თითქოს საქმე გახსნილია. მიუხედავად საჯარო დაპირებისა, არაა გამოძიებული ეს საქმე. თურმე დღემდე ვერ დაადგინეს ის ადამიანი, ვინც პირველმა განიზრახა და რატომ განიზრახა ამის გაკეთება. პასუხისგებაში შერჩევით მისცეს ახალგაზრდები, რომლებიც ნებით თუ უნებლიედ ჩაერთნენ ამ უკანონო ჩანაწერის ნახვაში, თუმცა ვინ ჩაიდინა ეს დანაშაული, დღემდე პროკურატურას არ გამოუძიებია“, - განაცხადა დეპუტტამა.
მისი თქმით, რვა თვეზე მეტია ვერ გამოიძიეს, ის რაც ისედაც ყველაფერი ხელის გულზე იდო.
„რვა თვეზე მეტია, ველოდები და ვერ გამოიძიეს ის საქმე, სადაც ყველაფერი ხელის გულზე იყო. თავი დავანებოთ ამ ტაკიმასხარაობას და არასერიოზულობას. კეთილი ინებოს და ყველა უწყებამ თავის საქმეს მიხედოს. პარლამენტის წევრმა ის მაინც უნდა გააკეთოს, ჩახედოს დეპუტატის უფლებებს“, - აღნიშნა ბესელიამ.
"ვინმემ ურჩიოს მაია ცქიტიშვილს, რომ ამ თემაზე არ ილაპარაკოს ან სისულელე არ ილაპარაკოს. სიბრიყვეა, უხერხულია, ხან წამების კადრებზე ეცინება, ხან ფარული ჩანაწერების გავრცელების თემით იღლება. არ არის ეს საქმე გახსნილი. შედით პრემიერთან და გეტყვით, რომ ვერ გახსნეს ან არ გახსნეს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, მაია ცქიტიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ გამოძიებამ დაადგინა პირადი ცხოვრების კადრების ჩამწერი პირების ვინაობა და დაისაჯნენ კადრების გამავრცელებელი პირებიც.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















