ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი CERN-ის მეცნიერს, ტიციანო კამპორეზის მიენიჭა
საქართველო, თბილისი - 15:47 | 26.09.2019 ნანახია: 880
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი საერთაშორსო რანგის მეცნიერს, CERN-ის პროფესორს ტიციანო კამპორეზის მიენიჭა. ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციას (CERN) შორის სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მინიჭებული საპატიო ჯილდო იტალიელ მეცნიერს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.
ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფი ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) საერთაშორისო კოლაბორაცია CMS-ის ჯგუფის ლიდერი, პროფესორი ტიციანო კამპორეზი და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაციის (KEK) COMET-ექსპერიმენტის მენეჯერი, იაპონიის განათლების, კულტურის, მეცნიერების სამინისტროს მრჩეველი, პროფესორი სატოში მიჰარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის CMS და COMET ექსპერიმენტების ქართული ჯგუფის მკვლევრებს, სამეცნიერო პერსონალსა და სტუდენტებს შეხვდნენ.
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა პროფესორ ტიციანო კამპორეზისა და პროფესორ სატოში მიჰარას საერთაშორისო სამეცნიერო მიღწევებზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა და მკვლევართა კოლაბორაციის მნიშვნელობაზე CERN-სა და KEK-თან, ასევე იმ სამეცნიერო ურთიერთობებზე, რაც ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მსოფლიოში წამყვან ბირთვული კვლევების საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბდა. არჩილ ფრანგიშვილის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან, პროფესორ ტიციანო კამპორეზისათვის საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭების წინაპირობა სწორედ ეს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა გახდა, პროფესორ სატოში მიჰარას კი ტექნიკური უნივერსიტეტის აღნიშნული საპატიო ჯილდო გასულ წელს გადაეცა.
„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ამ სახით გადაგვეხადა მადლობა პროფესორ ტიციანო კამპორეზისთვის, მისი სამეცნიერო კოლაბორაციისთვის ჩვენს უნივერსიტეტთან, რაც არაერთი წელია გრძელდება. ტექნიკური უნივერსიტეტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსიტუტში სამუშაო ვიზიტით იმყოფება ორი გამოჩენილი ფიზიკოსი. პროფესორი სატოში მიჰარა წარმოადგენს იაპონიის KEK-ს, პროფესორი ტიციანო კამპორეზი კი - CERN-ს. სატოში მიჰარა ერთ-ერთი გამოჩენილი მეცნიერია ტოკიოში და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ის ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია. მასთან თანამშრომლობით ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იაპონიის სოკენდაის უნივერსიტეტთან მემორანდუმები გააფორმა, რომელთა საფუძველზე ჩვენი სტუდენტები ორმაგი, ქართულ-იაპონური დიპლომის მიღებას შეძლებენ. თქვენ, ახალგაზრდებს გეძლევათ უნიკალური შანსი, ისწავლოთ ტექნიკურ უნივერსიტეტში და ამასთან ერთად, ისწავლოთ იაპონის წამყვან უნივერსიტეტში და გახდეთ სოკენდაის სტუდენტები.
ასევე, გაქვთ ინფორმაცია, რომ CERN-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ბირთვული კვლევების ორგანიზაციაა, რომელიც მრავალი მიმართულებით მუშაობს. ეს კავშირი ჩვენი უნივერსიტეტისთვის არაერთი სასიკეთო თანამშრომლობის მომტანია. ეს საშუალებას მოგვცემს, გავაღრმავოთ საერთაშორისო თანამშრომლობა კვლევისა და ინოვაციების დანერგვის მიმართულებით. პროფესორ ტიციანო კამპორეზის დახმარებით, თქვენ, სტუდენტები, შეძლებთ CERN-ის კვლევების თანამონაწილეები გახდეთ. ამაში ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების უნიკალური სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიაც დაგეხმარებათ. სწორედ ეს ულტრათანამედროვე ლაბორატორიული კომპლექსი მუშაობს CERN-თან ერთობლივ კვლევებზე. ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, დღეს, უდიდესი შესაძლებლობები გაქვთ და გვინდა, მაქსიმალურად გამოიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც ჩვენს თაობას ნამდვილად არ ჰქონია", - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.
ღონისძიებაზე, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, გ. ნიკოლაძის სახ. დარბაზში ჩატარდა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ სტუ-ის სამეცნიერო წრეებისა და სტუდენტებისთვის CERN-ში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.
ვიზიტის ფარგლებში, უცხოელმა მეცნიერებმა ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრები ჩაატარეს, შესრულებული სამუშაოები განიხილეს და უახლოესი სამომავლო გეგმები დასახეს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















