დიალოგი აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მარტო და პირისპირ ოკუპანტ სახელმწიფოსთან – თინა ბოკუჩავა
საქართველო, თბილისი - 15:53 | 27.09.2019 ნანახია: 1308
პირისპირ რუსეთთან დარჩენა არის სახიფათო. ეს არის ცალსახა და გამორიცხულია, ჩვენი ნებისმიერი სტრატეგიული პარტნიორი ამას მიესალმოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, უკიდურესად სახიფათოა ორმხრივი შეხვედრები, რომელიც საზოგადოების ზურგს უკან იმართება და, სადაც არ არიან წარმოდგენილი როგორც მხარეები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, როგორც ხდება ჟენევის ფორმატში. მისივე თქმით, ასეთი ტიპის ორმხრივმა შეხვედრებმა შესაძლოა, ნელ-ნელა დაასუსტოს ჟენევის ფორმატი და შემდეგ ჩაანაცვლოს.
„სწორედ ამიტომ დავიბარეთ მინისტრი ზალკალიანი პარლამენტში, მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება, თუ რაზე იყო საუბარი ამ შეხვედრაზე, ასევე რატომ არ ხდება იგივე საკითხების განხილვა ჟენევის ფორმატში, სადაც წარმოდგენილი არიან ამერიკელები, ევროკავშირის წარმომადგენლები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ვისი თანდასწრებითაც რუსეთს გაუჭირდება ჩვენი ხელისუფლებისთვის, რაოდენ პრორუსული არ უნდა იყოს და რაოდენ მოსკოვის კაცად არ უნდა აფასებდეს მას ესა თუ ის ევროპული გამოცემა”, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ რუსეთთან პირისპირ დარჩენა სახიფათოა.
„პირისპირ რუსეთთან დარჩენა არის სახიფათო. ეს არის ცალსახა და გამორიცხულია, ჩვენი ნებისმიერი სტრატეგიული პარტნიორი ამას მიესალმოს. ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლების ცვლილების შემდგომ უნდა გაგრძელდეს მოლაპარაკებები რუსეთთან. არასდროს არ შეიძლება, ვიყოთ მომხრე იმისა, რომ შეჩერდეს მოლაპარაკებები, დიალოგი აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საზოგადოების ზურგს უკან, მარტო და პირისპირ ოკუპანტ სახელმწიფოსთან რომლიც ყოველთვის ეცდება, ფეხქვეშ გათელოს ეროვნული ინტერესები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















