შალვა ნათელაშვილი მოითხოვს, რომ 2 ოქტომბერი ქართველთა გენოციდის დღედ გამოცხადდეს
საქართველო, თბილისი - 14:20 | 02.10.2019 ნანახია: 995
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი მოითხოვს, რომ 2 ოქტომბერი ქართველთა გენოციდის დღედ გამოცხადდეს. მან დადგენილების პროექტით საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართა.
ნათელაშვილის ამბობს, რომ გენოციდის დღედ 2 ოქტომბრის გამოცხადების საფუძვლად 1992 წლის 2 ოქტომბერია, როდესაც გაგრაში ქართველებს სასტიკად გაუსწორდნენ.
„დღეს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი გენოციდის დღეა. 1992 წლის 2 ოქტომბერს, გაგრის სტადიონზე რუსმა ოკუპანტებმა და დაქირავებულმა ბოევიკებმა ქართველთა მოჭრილი თავებით ითამაშეს ფეხბურთი და ეს გენოციდი ჩვენს ერზე გრძელდება დღესაც”, - აღნიშნავს ნათელაშვილი.
მისი თქმით, ლეიბორისტულ პარტიას დღეს საქართველოს პარლამენტში შეაქვს დადგენილების პროექტი ქართველი ერის მიმდინარე და ისტორიული გენოციდის შესახებ, რაც შეწყვეტს გამანადგურებელ პროცესს. ის იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი ერთხელ მაინც იქნება პასუხიმგებელი ტავის ხალხთან და აღნიშნულლ დოკუმენტს მიიღებს.
„იმედი მაქვს, პარლამენტი ერთხელ მაინც იქნება გულწრფელი და პასუხისმგებელი თავის ხალხთან, მიიღებს ამ დოკუმენტს და ამით საფუძველს დაუდებს ახალ ეტაპს ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა. იმედია, ისინი გაიხსენებენ, რომ ებრაელები და სომხები დღემდე გადარჩნენ იმით, რომ მსოფლიომ აღიარა მათი გენოციდი. იმედია, იმასაც გაიხსენებენ, რომ საქართველოს პარლამენტს კარგა ხანია, მიღებული აქვს ჩერქეზთა გენოციდის დადგენილება და ისე არ გამოვა, რომ კუდა ხარი სხვას ბუზებს უგერიებდაო, ჩვენი თავისთვის ვერ მიგვიხედია და სხვის ბედს დავტირით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















