უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია - გახარია
საქართველო, თბილისი - 16:30 | 03.10.2019 ნანახია: 922
ნატოსთან მტკიცე ურთიერთობა არის საფუძველი საქართველოს საგარეო პოლიტიკის და მისი უსაფრთხოების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში მეხუთე სტუმრობა პირდაპირ მიუთითებს ნატოს მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე.
„ჩემთვის უდიდესი პატივია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში მასპინძლობა. ეს გახლავთ მე-5 სტუმრობა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საქართველოში, რაც პირდაპირ მიუთითებს ნატოს მიერ საქართველოს მხარდაჭერას, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით გიხდით მადლობას. მინდა ასევე თითოეულ ნატოს წევრს გადავუხადო მადლობა, რამეთუ მხარს უჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის დამოუკიდებლობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე საქართველომ მიიღო დაპირება წევრი ქვეყნებისგან, რომ გახდებოდა ნატოს წევრი და ეს დაპირება ამოძრავებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.
„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ბათუმში არის სიმბოლური, რამეთუ სულ ახლა ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი სივრცე, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას. ჩვენ ყველას გვესმის, რომ უსაფრთხო შავი ზღვა არის უსაფრთხო ევროატლანტიკური სივრცის გარანტია. ყირიმის ანექსიის შემდგომ მოხდა რუსეთის გაძლიერება შავი ზღვის სივრცეში და რა თქმა უნდა, ნატოს წარმომადგენლობა შავ ზღვაში არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. კოლეგებო, 2002 წელს საქართველომ მიმართა ნატოს წევრობის თხოვნით და მას შემდგომ ქვეყანამ გამოიარა ბევრი განსაცდელი, თუმცა ასევე აჩვენა ძალიან სერიოზული წინსვლა. ეს წინსვლა კიდევ ერთხელ დადასტურდა ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე, როდესაც საქართველომ მიიღო დაპირება წევრი ქვეყნებისგან, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი. ეს დაპირება ამოძრავებს თითოეულ ქართველ მოქალაქეს და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს წევრობას დღეს მხარს უჭერს მოქალაქეების 71 პროცენტზე მეტი, რაც დიდ სიმტკიცეს მატებს ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას“, - განაცხდა გიორგი გახარიამ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ნატოს ღია კარის პოლიტიკა არის უსაფრთხოების გარანტი ბევრ რეგიონში და შესძენს იმედს ისეთ მცირე ერებს, როგორიც არის საქართველო.
„წელს ნატო აღნიშნავს 70 წლისთავს და ეს კიდევ ერთხელ უნდა იყოს დადასტურებული ამ წლისთავის ფარგლებში ღია კარის პოლიტიკა. ღია კარის პოლიტიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა წლების განმავლობაში, რომ თავად არის უსაფრთხოების გარანტი ბევრ რეგიონში დარა თქმა უნდა, შესძენს იმედს ისეთ მცირე ერებს, როგორიც არის საქართველო. დღეს ჩვენ აქ გვყავს სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენელი, რომელმაც კარგი, შორი, მძიმე გზა გაიარა და სულ მალე გახდება ნატოს 30-ე წევრი და ეს არის კიდევ ერთი იმედი საქართველოსთვის, რომ მის მიღწევებს, როგორც დემოკრატიზაციის, ასევე სამხედრო თანამშრომლობის და ასევე მისი თავსებადობის ხარისხის მნიშვნელოვანი ზრდის შესაბამისი პოლიტიკური დაფასება და შეფასება მოხდება პროგნოზირებად მომავალში“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















