მჯერა, რომ საქართველოში ოკუპაციის შედეგად აღმართული კედლებიც ისე დაინგრევა, როგორც ეს გერმანიამ შეძლო - სალომე ზურაბიშვილი
საქართველო, თბილისი - 09:30 | 08.10.2019 ნანახია: 943
წინანდალში გერმანიის პრეზიდენტის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელსაც დღეს პირველად ესწრებოდნენ ქართველი ხელოვანები, საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები და ინტელიგენციის წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანკ - ვალტერ შტაინმაიერს და გერმანიის სახელმწიფო დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც ბიზნესმენები და საქმიანი წრეების წარმომადგენლები შედიან, უძველესი ქართული კულტურის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ქართული და გერმანელი ხალხის სადღეგრძელო შესვა.
,,ორი საუკუნის წინ საქართველოში გაჩენილი გერმანული დასახლებები ჩვენი - განსხვავებული კულტურებისა და, ამავე დროს, საერთო ღირებულებების მატარებელი ხალხების მეგობრობის სიმბოლოდ იქცა. გერმანული სოფლების არქიტექტურა კულტურათა სინთეზის უნიკალური მაგალითია, სადაც ფახვერკის არქიტექტურას ერწყმის ქართული ხის აივნები, გერმანულ ტრადიციულ სამზარეულოს - ქართული ვაზის კულტურა.
დღეს ყოველივე ეს ჩვენი კულტურული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია. ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში აღსანიშნავია ერთი ეპიზოდი: გერმანიაში განსწავლულმა დიდმა ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ თავისი შედევრით - „დიონისოს ღიმილით“ უპასუხა თომას მანის ნაწარმოებს „სიკვდილი ვენეციაში“. ჩვენ ვამაყობთ გრიგოლ რობაქიძის, გივი მარგველაშვილის, ნინო ხარატიშვილის შემოქმედებით. ვამაყობთ, რომ გვყავდა არტურ ლაისტი, რომელიც ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. საბჭოთა წლებში ჩვენ ვერ წარმოგვედგინა ქართული სცენა ბერტოლდ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრის“ გარეშე, რომელიც მაშინ ქართველი ერის თავისუფლების მანიფესტი იყო. საქართველოს ჰყავდა დიდი გულშემატკივარი კარლ კაუცკის სახით.
იგი იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის - ნოე ჟორდანიას ახლო მეგობარი. კაუცკი აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას და ამის ნიშანი იყო ისიც, რომ მან და მისმა მეუღლემ საქართველოს თავდაცვის ფონდს ძვირფასეულობა შესწირეს. საქართველოს მეგობრები იყვნენ გერმანელი არქიტექტორები. მათ შორის იყო არქიტექტორი სრეტერი, რომლის პროექტითაც აშენდა თბილისის ოპერის თეატრის შესანიშნავი შენობა. სწორედ ამ შენობაში დაიბადა ქართული ოპერა. სამწუხაროა, რომ დღემდე ჩვენი ოპერა საოპერო მუსიკის მოყვარულთა მხოლოდ მცირე ჯგუფისთვის რჩება ცნობილი. ვიმედოვნებ, რომ იგი გერმანიის ოპერის სცენებზე უთუოდ დაიდგმება. ჩვენ მადლობელი ვართ გერმანიის, რომელმაც, საქართველოსთვის ურთულეს წლებში, უმაღლესი განათლების მიღების საშუალება მისცა საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს. მათი დიდი ნაწილი შეჭირვებული ოჯახებიდან იყო. გერმანიის ეს მხარდაჭერა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაწყებული საგანმანათლებლო კავშირების ღირსეული გაგრძელება გახლდათ. დღეს ამ კუთხით თქვენი ქვეყანა კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობებს გვიხსნის. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე თვის წინ მე ქართველი ხალხის მადლიერების ნიშნად ძალიან მაღალი ჯილდო - „ოქროს საწმისის“ ორდენი გადავეცი საქართველოს გერმანელ მეგობარს, ბატონ იორგ ალექსანდერ ჰენლეს.
ბატონი ჰენლე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, ჩვენი კულტურის ქომაგი იყო. 90-იან წლებში, როცა აქ ცხოვრება ძალიან გაჭირდა და არავის ეცალა კულტურისთვის, ის და მისი ფონდი ყველაფერს აკეთებდა სწორედ ქართული კულტურის გადარჩენისა და ჩვენი საზოგადოების წინსვლისთვის. გასულ წელს საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი იყო, და ეს გახლდათ უდიდესი აღიარება, მხარდაჭერა და საუკეთესო შესაძლებლობა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურის ცნობადობის გასაზრდელად. რამდენიმე დღის წინ გერმანიის გაერთიანების დღე აღინიშნა. მე მჯერა, რომ საქართველოში ოკუპაციის შედეგად აღმართული კედლებიც ისე დაინგრევა, როგორც ეს გერმანიამ შეძლო. მჯერა, რომ ქართველებიც შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების გაერთიანებას. ამ რთულ გზაზე თქვენი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის გვაქვს. გისურვებთ დიდ წარმატებებს! გთავაზობთ ქართველი და გერმანელი ხალხების მეგობრობის სადღეგრძელოს!", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















