„ქართული ოცნება“ თავს თუ არ დაანებებს ჰაერიდან მოტანილი მონაცემების გავრცელებას, მიიღებს რევოლუციას - ირმა ინაშვილი
საქართველო, თბილისი - 13:43 | 16.10.2019 ნანახია: 945
ვეუბნები „ქართულ ოცნებას“, თუ გაბედავენ და 2020 წლის არჩევნებში დაიწერენ 60 პროცენტს და 20 პროცენტს სააკაშვილისა და ბოკერიას პოლიტიკურ ჯგუფებს, „საქართველოს პატრიოტები“ ქართველ ხალხთან ერთად მოუწყობენ ნამდვილ რევოლუციას, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ნიადაგია მოსინჯული, რამდენად მიიღებს პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ პროგნოზს. არ მიიღებს ამას საზოგადოება და ჩვენ. ვეუბნები „ქართულ ოცნებასაც“, მის მმართველ ელიტას, ასევე ცალკეულ ლიდერებს, რომ თუ თქვენ გაბედავთ და 2020 წლის არჩევნებში დაიწერთ 60 პროცენტს და დაუწერთ 20 პროცენტს სააკაშვილისა და ბოკერიას პოლიტიკურ ჯგუფებს, „საქართველოს პატრიოტები“ ქართველ ხალხთან ერთად მოგიწყობთ თქვენ ნამდვილ რევოლუციას. ამას ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით. ეს არ იქნება ის საპროტესტო აქციები, რასაც „ქართულ ოცნებასთან“ შეხმატკბილებული და კოაბიტირებული ბოკერია-სააკაშვილის ჯგუფები უწყობენ ხოლმე „ქართულ ოცნებას“. ეს იქნება ნამდვილი რევოლუცია და ნამდვილი პროტესტი, რეაქცია ქართველი ხალხისა იმ შედეგებზე, რომელსაც წინასწარ ასაჯაროებს ირაკლი კობახიძე.
პირდაპირ შემიძლია ვუთხრა კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“, რომ დღეს იმდენად მძიმე და დაზიანებულია მათი რეიტინგი, არ მგონია, ვინმეს სურვილი ჰქონდეს „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე ტიპის თანამშრომლობის. ჩვენ ყოველ შეთხვევაში არასდროს გამოგვიხატავს ეს სურვილი და არ შეგვითავაზებია მისთვის არავითარი პარტნიორობა და თანამშრომლობა. ამიტომ, წითელ ხაზს ჩვენ ვუვლებთ „ქართულ ოცნებას“, კობახიძეს და სხვებს.
„ქართული ოცნება“ თუ თავს არ დაანებებს ამ გაზვიადებული, ჰაერიდან მოტანილი მონაცემების გავრცელებას, წინასწარ საზოგადოებას შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ჩვენ წინასწარ ვეუბნებით მათ, რომ ე.ი. თქვენ აპირებთ არჩევნების მასობრივ გაყალბებას. არჩევნების მასობრივი გაყალბების წინააღმდეგ ერთადერთი ჯანსაღი რეაქცია არის რევოლუცია, რომელსაც „ქართული ოცნება“ აუცილებლად მიიღებს „საქართველოს პატრიოტებისა“ და ქართველი ხალხის მხრიდან“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















