აშშ-სა და თურქეთის შეთანხმებამ შეამცირა ძალადობა სირიაში - იენს სტოლტენბერგი
საქართველო, თბილისი - 14:32 | 23.10.2019 ნანახია: 867
ნატო-ს მიაჩნია, რომ სწორედ თურქეთსა და აშშ-ის შორის ჩრდილოეთ სირიასთან დაკავშირებით მიღწეულმა შეთანხმებამ შეამცირა ძალადობის დონე რეგიონში, - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
აშშ-მა და თურქეთმა 17 ოქტომბერს განაცხადეს, რომ შეთანხმდნენ 120 საათით თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერებასა და ქურთული შენაერთების გაყვანაზე თურქეთ-სირიის საზღვარზე 30-კმ-იანი ბუფერული ზონიდან.
„მივესალმები თურქეთისა და აშშ-ის ერთობლივი განცხადების შემდეგ ძალადობის მნიშვნელოვან შემცირებას. მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე ყველა ძალამ იმოქმედოს ზომიერად და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების შესაბამისად“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
მის თქმით, „ცოტა ხნის წინ მომხდარი მოვლენები ხაზს უსვამენ პოლიტიკური დარეგულირების გადაუდებელ აუცილებლობას“.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ საჭიროა „იმ წარმატებების შენარჩუნება, რომლებსაც ერთობლივად მიაღწიეს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.
მანამდე გამართულ პრეს-კონფერენციაზე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ სირიასთან დაკავშირებით რუსეთ-თურქეთს შორის გაფორმებული მემორანდუმის შეფასება ნაადრევია.
გუშინ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების 10-პუნქტიან მემორანდუმს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2019 წლის 23 ოქტომბრის 12:00 საათიდან სირია-თურქეთის საზღვარზე, სირიის მხარეს თურქეთის სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ ზონის გარეთ შევლენ რუსეთის სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფები და სირიის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები.
დღეს თურქეთმა სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















