ნუ აბრახუნებთ ამ პროცენტებს, ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ ხართ - ირმა ინაშვილი „ქართულ ოცნებას“
საქართველო, თბილისი - 14:31 | 29.10.2019 ნანახია: 1058
„მუდმივად გვესმის, თურმე „ქართული ოცნება“ აიღებს 60%-ს, ალბათ 80%-ს და შესაძლოა, 95%-ს, რატომ არა 100%-ს, თქვენ ხომ საერთოდ არავინ გჭირდებათ და აიღეთ პირდაპირ 100%, დარჩით მარტო და მოუსმინეთ ერთმანეთს“, - მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრებს.
მისი თქმით, შუალედური არჩევნები პოლიტიკური კლასისთვის უინტერესო იყო და არ აისახება 2020 წლის არჩევნებზე.
“შუალედური არჩევნები რომ ჩატარდა, პოლიტიკური კლასისთვის აბსოლუტურად უინტერესო იყო და მთელი რიგი ფაქტორებიდან გამომდინარე, ის შედეგი არანაირად არ აისახება 2020 წლის საარჩევნო შედეგზე. თქვენ ხართ ის ხელისუფლება და ხალხი, რომელიც თქვენს მენტალიტეტში ვერ იცვლებით, არაფრის დათმობა და გაყოფა არ გინდათ... როდესაც ემოციურად აცხადებთ ხოლმე, რომ კოალიციას არავისთან არ შექმნით და რაღაც წითელი ხაზები გაქვთ, ჩვენც გვაქვს გავლებული წითელი ხაზი თქვენთან”, - განაცხადა ინაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ „პატრიოტთა ალიანსზე“ მეტი მხარდამჭერი არ ჰყავს და მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას სიფხიზლე მართებს, რათა „ოცნების“ წყალობით ხელისუფლება ხელში არ ჩაიგდოს სააკაშვილმა.
„კოალიცია კი არა, სანატრელი გაგიხდებათ მოკავშირეები, რომლებიც არ გეყოლებათ. განიავდით, ნუ აბრახუნებთ ამ პროცენტებს, ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ ხართ, მაგრამ ეტყობა, თქვენი აზროვნებიდან გამომდინარე, ჩრდილოეთ კორეაში ხართ. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო პოლიტიკურ კლასს, ასევე საზოგადოებას, რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ. მართლა გადამწყვეტი იქნება 2020 წლის არჩევნები ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, რადგან „ქართული ოცნების“ წყალობითა და ხელშეწყობით ხელისუფლება ხელში კიდევ არ ჩაიგდონ სააკაშვილმა და ბოკერიამ. სიფრთხილე და სიფხიზლე მართებთ საზოგადოებასა და ქართველ ხალხს. პროცენტების ბრახაბრუხზე თუ მიდგა საუბარი, ჩვენზე მეტი მხარდამჭერი რეალურად არ გყავთ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















