მეკობრეებმა ნორვეგიული გემიდან ეკიპაჟის წევრები გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 11:57 | 04.11.2019
ნანახია: 803

ბენინის სანაპიროს მიმდებარედ მცურავი ნორვეგიული გადამზიდავი კომპანია J.J-ის კუთვნილი გემიდან, მეკობრეებმა ეკიპაჟის 9 წევრი, მათ შორის ხომალდის კაპიტანი გაიტაცეს. იტყობინება Deutsche Welle.

ეკიპაჟის დანარჩენმა წევრებმა მოახერხეს გემის, სახელად Bonita, ქალაქ კოტონუს ნავსადგურში შეყვანა.

გემის მფლობელი კომპანიის განცხადებით, სპეციალური ორგანოები მუშაობენ ეკიპაჟის წევრების დასაბრუნებლად.

აღსანიშნავია, რომ გვინეის ყურე, რომელიც გაბონიდან ლიბერიამდე ვრცელდება, დიდი ხანია მეკობრეთა თავშესაფარია, რომლებიც თავს ესხმიან გემებს ძარცვისა და გამოსასყიდის მიღების მიზნით.


მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე