ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოს როგორც სანდო პარტნიორის იმიჯი და ამ საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს - სააკაშვილი
საქართველო, თბილისი - 11:49 | 15.11.2019 ნანახია: 1010
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში კორუფციულ სკანდალზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ყალბი დღგ-ების ჩათვლასთან და ბიუჯეტიდან არნახული ოდენობით თანხების მითვისებასთან დაკავშირებით დიდი სკანდალია.
როგორც სააკაშვილი წერს, ამ უპრეცენდენტო მასშტაბებით ძარცვის უკან დგანან ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები და მის კარზე დაწინაურებული ყოფილი ჩინოვნიკები, რომელთაგან ყველაზე ოდიოზური პიროვნებაა ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე.
„სამწუხაროდ აქამდე არავინ მიაქცია ყურადღება ამ კორუფციული სკანდალის მაკროეკონომიკურ შედეგებს, რაც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, თვითოეული მისი მოქალაქისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. რამე თუ ამ საქმეს აუცილებლად ექნება საერთაშორისო რეაგირება, რაც მნიშვნელოვანწილად დააზარეალებს საქართველოს იმიჯს და გაანადგურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ნდობას ჩვენი ქვეყნის კლეპტოკრატიული ხელისუფლებისა და ზოგადად ქართული ეკონომიკის მდგრადობის მიმართ.
ახლა დეტალურად აგიხსნით თუ რასთან გვაქვს საქმე:
მოგეხსენებათ, რომ სხვა და სხვა მონაცემებით, რომელსაც ასაჯაროვებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ქართული მედია, ასევე უკვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების მონაცემებიდან გამომდინარე ყალბი დღგ-ების მოცულობამ შეადგინა 500 მილიონზე მეტი. სპეციალისტებმა ძალიან კარგად იციან, რომ ამ რაოდენობის ყალბი დღგ-ს შესაქმნელად კრიმინალურ სქემებში მონაწილე კომპანიებს აუცილებლად უნდა განეხორციელებინათ დაახლოებით 2,5 მილიარდი ლარის ოდენობის მიწოდების, რეალიზაციის ოპერაციები. ანუ, ქართულ ეკონომიკაში აისახა 2,5 მილიარდი ლარის ფიქტიური ოპერაციები, რომლებიც სინამდვილეში არ განხორციელებულა. შესაბამისად მთლიან შიდა პროდუქტის სტატისტიკურ მონაცემებში აისახა ამ უპრეცენდენტო რაოდენობის ფიქტიური მიწოდება. არ არსებობს არანაირი მონაცემი რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ფიქტიური ოპერაციები ამოღებულია სტატისტიკური მონაცემებიდან და დაკორექტირებულია მაკროეკონომიკური მონაცემები. ამიტომ, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაყალბებულია. შესაბამისად გაყალბებულია ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დეკლარირებული მონაცემებიც და 2017-2018 წლებში დაფიქსირებული 4,8-4,7%-იანი ზრდა არის ფიქცია.
აი ეს ფაქტორი ყველაზე კარგად ხსნის იმ დილემას, თუ რატომ არ აისახება თუნდაც ასეთი მიზერული ეკონომიკური ზრდა ქვეყნის მოქალაქეების კეთილდღეობაზე. იმიტომ, რომ ეს მონაცემები უბრალოდ ფიქცია და სახელმწიფო მასშტაბის თაღლითობაა. კარგად, რომ გავიაზროთ ამ თაღლითობის მასშტაბები უბრალოდ გეტყვით, რომ 2,5 მილიარდი ლარი, რომელიც ფიქტიურად არის ასახული ქვეყნის ეკონომიკაში შეადგენს 2018 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს. ხოლო 2018 წლის ბიუჯეტის შემოსავლების(10,5 მილიარდი ლარი) 23,8%-ს.
ამ სკანდალს ექნება უაღრესად მწვავე საგარეო პოლიტიკური შედეგებიც. საქართველო უბრალოდ დაკარგავს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ნდობას, რაც თავის მხრივ კატასტროფულად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე და თითოეული მოქალაქის ისედაც განადგურებულ კეთილდღეობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ცივილიზებულ სამყაროში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნდობას. ზუსტად ამ ნდობის ხარისხით განისაზღვრება ქვეყნის განვითარებისა და სტაბილურობის დონე. ამ სკანდალით ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოს როგორც სანდო პარტნიორის იმიჯი და ამ საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“, - წერს სააკაშვილი.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















