არც ერთ კონკრეტულ მომავალ ნაბიჯზე გადაწყვეტილება საბოლოოდ არ მიგვიღია - თამარ ჩუგოშვილი
საქართველო, თბილისი - 13:18 | 15.11.2019 ნანახია: 1061
არც ერთ კონკრეტულ მომავალ ნაბიჯზე გადაწყვეტილება საბოლოოდ არ მიგვიღია, - ამის შესახებ დეპუტატამა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრებს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დამატებითი დრო და კონსულტაციები სჭირდებათ.
მისივე თქმით, საპარლამენტო თანამდებობისა და უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება რთული იყო.
„არ უარვყოფ, ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა. გუშინ საკმარისად ავხსენით, რამ გამოიწვია ამ გადაწყვეტილების მიღება და ამ ნაბიჯის გადადგმა საჭიროდ რატომ ჩავთვალეთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მე და ჩემს კოლეგებს დამატებით გარკვეული დრო გვჭირდება იმისთვის, რომ უფრო დეტალურად გესაუბროთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. ამაზე საუბრისგან ჯერ თავს ვიკავებ, რადგან ჩემს კოლეგებთან მეტი კონსულტაცია მჭირდება. ამას ბევრი დრო არ დასჭირდება“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილის განცახდებით, სამომავლო გეგმებზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
„არც ერთ კონკრეტულ მომავალ ნაბიჯზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება საბოლოოდ არ მიგვიღია. ამიტომ, არ მინდა არასწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ, არც თქვენ და არც საზოგადოებას. არ მინდა, ვიჩქარო. გარკვეული დრო გვჭირდება, არც ისე ბევრი, იმისთვის, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა მოგაწოდოთ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.
ამის შემდეგ უმრავლესობის რიგები და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა,ზაზა ხუციშვილმა, მარიამ ჯაშმა და გიორგი ბეგაძემ და „ქართული ოცნება - კონსერვატორების ფრაქციამ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















