ოპოზიციას არჩევნები არ უნდა, მათ უნდათ ის რევოლუციური რეჟიმი, რომელსაც სააკაშვილი 2014 წლიდან აანონსებდა - ვოლსკი
საქართველო, თბილისი - 13:34 | 28.11.2019 ნანახია: 1021
„ფაქტია, რომ პერსპექტივაში საკმაოდ დამაჯერებლად არ გამოიყურება ნაციონალური მოძრაობის წარმატება, თანაც საკმაოდ ისეთი ბიუჯეტი მოდის 2020 წლისთვის - ხელფასების მატება, სოციალური საკითხები, და ბევრი სხვა რამ იმ სფეროებში, რომლებიც ადრე აბსოლუტურად მივიწყებული იყო - განათლების სფეროა ეს, თავდაცვის თუ წესრიგის დაცვის სფერო", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს იმ ნაწილის შეფასებისას, როდესაც მან განაცხადა, რომ ნაცმოძრაობას რეალურად გადატრიალება სურს, რადგან „ქართულ ოცნებას" აქვს იმის რესურსი, რომ არჩევნებში ამომრჩევლის ხმების 50%-ზე მეტი აიღოს.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, არსებობს კიდევ სხვა დიდი პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად იქნება სერიოზული განაცხადი საქართველოს წინსვლისათვის.
მისივე თქმით, რა საკვირველია, ამ პირობებში, ნაციონალური მოძრაობისათვის პერსპექტივის არ გამოჩენა და მათი მხრიდან პოლიტიკური გამარჯვების მიუღწევლობა, განაპირობებს იმ აგრესიას, რაც მათ დღეს გააჩნიათ.
„არაფერი სისტემა ისეთი არ არის, რომელიც მიუღებელია ნაციონალური მოძრაობისათვის და სხვა სატელიტებისთვის. ნებისმიერ ვითარებაში, როცა გულზე მჯიღს ირტყამენ და ამბობენ, რომ მათი პოპულარობა დღითიდღე იზრდება, თუნდაც ამ ლიდერების, რომლებიც ერთად გაერთიანდნენ, რატომაც არა, გამოვიდნენ არჩევნებში და მიიღონ მონაწილეობა. მაგრამ მათ არჩევნები არ უნდათ, მათ უნდათ ის რევოლუციური რეჟიმი, რომელსაც სააკაშვილი 2014 წლიდან აანონსებდა, შეიძლება უფრო ადრეც", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















