საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით უპრეცენდენტო, ინოვაციურ პროდუქტებს ნერგავს
საქართველო, თბილისი - 16:38 | 29.11.2019 ნანახია: 1555
29 ნოემბერი, 2019- საქართველოს ბანკი მთელი რეგიონის მასშტაბით ინოვაციური პროდუქტების დანერგვაზე აცხადებს. ბანკმა 2020 წელი ინოვაციების წლად გამოაცხადა. პირველად მთელს რეგიონში, საქართველოს ბანკის მომხმარებელი მეტროთი მგზავრობას კამერის იდენტიფიკატორის ე.წ. Face Recognition–ით იგივე, „ღიმილით გადახდით“ შეძლებს. გადახდის ახალი სისტემა არის ინოვაციური პროდუქტი, რომლის ანალოგიც არათუ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც კი არ არის დანერგილი. საქართველოს ბანკი არის პირველი ბანკი, ვინც „ღიმილით გადახდა“ არამხოლოდ საქართველოში, არამედ CEMEA-ს (ცენტრალური ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის) ქვეყნებში პირველმა დანერგა. Face Recognition -ით გადახდა ინოვაციური, უსაფრთხო, მარტივი და სწრაფია. „ღიმილით გადახდისას“ 0,5 წამიც კი საკმარისია, რომ მომხმარებელმა ბარათის გამოყენების ნაცვლად ტურნიკეტის კამერასთან მარტივად გაიაროს იდენტიფიკაცია და მგზავრობის საფასურიც გადაიხადოს. „ღიმილით გადახდა“ უკვე ავლაბრის მეტროშია შესაძლებელი. გადახდის ინოვაციური სისტემა, Visa-სთან პარტნიორობის შედეგად დაინერგა.
იმისათვის რომ მომხმარებელმა შეძლოს ამ ულტრატანამედროვე პროდუქტით სარგებლობა, ის უნდა ფლობდეს საქართველოს ბანკის Visa-ს, Mastercard-ის ან American Express-ის ბარათს. იმისათვის რომ მომხმარებელმა დაუბრკოლებლად შეძლოს მგზავრობა, საჭიროა მან გადაიღოს ე.წ. „სელფი“ მობილბანკში და დაუკავშიროს სასურველს ბარათს. მას შემდეგ, რაც მოხდება მისი ფოტოს მონაცემთა ბაზაში ასახვა, ის შეძლებს ისარგებლოს „ღიმილით გადახდით“. გადახდის ახალი სისტემა სრულიად დაცულია, რადგან უსაფრთხოების ყველა ასპექტი ვერიფიცირებული და სერტიფიცირებულია 3D კამერებისა და უსაფრთხოების სხვა პარამეტრების გათვალისწინებით.
„ღიმილით გადახდის“ გარდა სულ მალე საქართველოს ბანკის მეშვეობით „ღიმილით განაღდება“ გახდება შესაძლებელი. ბანკომატიდან თანხის განაღდების შემთხვევაშიც საჭირო აღარ არის ბარათის გამოყენება. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ბანკომატის კამერასთან იდენტიფიკაციის გავლა, რის შემდეგაც მომხმარებელი კრეფს პინკოდს და ანაღდებს სასურველი ოდენობის თანხას.
საქართველოს ბანკი სულ მალე კიდევ ერთ, სრულიად ახალ, ინოვაციურ პროდუქტს-,,გატერმინალებას“ წარადგენს, ეს ნიშნავს იმას, რომ ანდროიდის ტელეფონი გადახდის ტერმინალი ხდება. სიახლე განსაკუთრებით უწყობს ხელს ბიზნესს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესის მფლობელი გადახდების მიღებას მისი კუთვნილი ტელეფონით შეძლებს. ეს კი კიდევ უფრო მოსახერხებელი, მარტივი, მოქნილი და სწრაფია. ამისათვის კი საჭიროა, Android 5.0 სისტემის ტელეფონს NFC მხარდაჭერით. ახალი პროდუქტის მეშვეობით მომხმარებელი გადახდას შეძლებს ყველგან, (იქაც კი, სადაც მანამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორება ხდებოდა). მომხმარებელი და ბიზნესის წარმომადგენელი შეძლებს, გადახდები უნაღდო ანგარიშსწორებით განახორციელონ და აღარ იფიქრონ ნაღდ ანგარიშსწორებასა თუ ხურდის მოძიებაზე. ინოვაციური გადახდის სისტემით სარგებლობა მარტივია. ამისთვის საჭიროა საბანკო ბარათის ან ტელეფონის მხოლოდ ერთი შეხება.
კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი, რასაც საქართველოს ბანკი პირველი ნერგავს, სავაჭრო და მომსახურების წერტილებში თანხის ტერმინალით განაღდებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი მომხმარებელს ხელთ საჭირო თანხა არ აღმოაჩნდება, მას აქვს შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის მერჩანტთან, სასურველი ნივთის შეძენასთან ერთად, ტერმინალით გაანაღდოს თანხა. ამისათვის კი საჭიროა მხოლოდ საბანკო ბარათი. მერჩანტის დახმარებით ბარათიდან განხორციელდება სასურველი ნივთის ან მომსახურების შეძენა და ამავდროულად, თანხის განაღდებაც. მომსახურების დანერგვა 2020-ში მარკეტებში, აფთიაქებში და სხვა სავაჭრო წერტილებში იგეგმება.
კიდევ ერთი პროდუქტი, რასაც საქართველოს ბანკი 2020-ში დანერგავს, ეს უნაღდო ანგარიშსწორებით ე.წ. „თიფის“, იგივე „სამადლობელი“-ის დატოვებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ კვების ობიექტებში- კაფეში, ბარში, რესტორანში მომსახურების სათანადოდ გაწევის შემდეგ მომსახურე პერსონალისთვის დამატებითი გასამრჯელოს დატოვება გსურთ, მაგრამ საჭირო თანხა არ აღმოგაჩნდათ ნაღდი ფულის სახით, ამ პრობლემას „სამადლობელი“-ის ფუნქციის მქონე ტერმინალი მოაგვარებს. ამისათვის კი საჭიროა, მოითხოვოთ საქართველოს ბანკის ტერმინალი და მასზე ბარათის მხოლოდ ერთი მარტივი შეხებით გადაიხადოთ მომსახურების საფასური და დატოვოთ „სამადლობელი“. ე.წ. „თიფის“ გადახდა ნებისმიერი ბანკის ბარათით იქნება შესაძლებელი, თუმცა, მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალით.
„საქართველოს ბანკი მუდმივად ზრუნავს, საკუთარ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის ინოვაციური პროდუქტები თუ სერვისები შესთავაზოს. ამჯერად ჩვენ მათ ინოვაციური პროდუქტების მთელ სერიას ვთავაზობთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში წარვადგენთ მომხმარებლისა თუ ბიზნესის ინტერესებზე მორგებულ სრულიად ინოვაციურ პროდუქტებს. საქართველოს ბანკი 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რაც დიდი პასუხისმგებლობაა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ოპერატიულად ვუპასუხოთ მომხმარებლის მუდმივადცვალებად მოთხოვნებს და ამავდროულად, ხელი შევუწყოთ ბიზნესს მის სამომავლო განვითარებაში“, -განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















