ორი რუსი დიპლომატის გაძევების გამო რუსეთი გერმანიას საპასუხო ზომებით ემუქრება

საქართველო, თბილისი - 16:37 | 04.12.2019
ნანახია: 858

ბერლინში ორი რუსი დიპლომატის ნონ გრატად გამოცხადების გამო რუსეთი  იძულებულია საპასუხო ზომები მიიღოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსულ მედიას განუცხადეს.

 „გერმანული მხარის განცხადებას  ბერლინში საელჩოს ორი რუსი თანამშრომლის გაძევების შესახებ, განვიხილავთ, როგორც უსაფუძვლო და არამეგობრულ ქმედებას“, -აღნიშნავენ უწყებაში.

 „საკითხისადმი პოლიტიზირებული მიდგომა დაუშვებელია. იძულებულნი ვართ მივიღოთ საპასუხო ზომები“, - განუცხადეს ჟურნალისტებს უწყებაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გერმანიის ხელისუფლებამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ორი რუსი დიპლომატი და მათ ქვეყნის დაუყოვნებლივ დატოვება უბრძანა.

ასევე გერმანიის საგარეო უწყებამ საპროტესტო ნოტა გადასცა ბერლინში რუსეთის ელჩს სერგეი ნეჩაევს.

40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში აგვისტოს ბოლოს მოკლეს. ბერლინის პროკურატურამ დანაშაულში ეჭვმიტანილი რუსეთის, 49 წლის, მოქალაქე დააკავა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე