გიორგი კვირიკაშვილი: „საქართველო ინსტიტუციურად და საკანონმდებლო კუთხით არის პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროპელი მეგობრებისთვის“
საქართველო, თბილისი - 09:50 | 26.09.2015 ნანახია: 2573
„საქართველო ინტიტუციურად და საკანონმდებლო კუთხით მზად არის იყოს პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროპელი მეგობრებისთვის“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით ვიზალიბერალიზაცია არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მიმდინარე პოლიტიკური დღის წესრიგის და ეს თემა, ასევე განხილული იქნება გაერო-ს სესიის ფარგლებში ევროპელ კოლეგებთან დაგეგმილი ინდივიდუალური შეხვედრების დროს.
„ვიზალიბერალიზაცია არის ერთერთი უმთავრესი საკითხი მიმდინარე პოლიტიკურ დღის წესრიგში. იქნება შეხვედრები ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან. მათ შორის სამუშაო შეხევდრა ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორებთან. ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმები და ასევე ის, რომ დავარწმუნოთ ევროპელი კოლეგები, რომ არსებული მიგრაციის კრიზისი არ უნდა შეეხოს საქართველოს ვიზალიბერალიზიის პროცესს, და რომ ჩვენ მზად ვართ ინსტიტუციურად, საკანონმდებლო კუთხით, იმისათვის რომ ვიყოთ პასუხისმგებლიანი პარტნიორი ევროპასთან ურთიერთობაში“-განაცხადა მინისტრმა.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვედრა ექნება ასევე ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკურ დირექტორებთან. შეხვედრისას განხილული იქნება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციისა და ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხები.
გიორგი-კვირიკაშვილმა ასევე სიაუბრა საქართველოს დელეგაციის მთავარ დღის წესრიგზე გაერო-ში, ვიცე-პრემიერის განცხადებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის გამოსვლებში გაერო-ს სესიის ფარგლებში და ასევე ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი შეეხება საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, აქცენტი გაკეთდება რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებულ თემებზე, საუბარი შეეხება დევნილთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















