საკრებულოში სტიქიით განადგურებული და დაზიანებული ავტომობილების მფლობელთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესი დაამტკიცეს
საქართველო, თბილისი - 13:13 | 30.12.2015 ნანახია: 1881
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 24 საკითხი განიხილეს.
სხდომაზე, პირველ საკითხად „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 13-14 ივნისსმომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული სატრანსპორტოსაშუალებებისათვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესი“ დაამტკიცეს, რომელიც დეპუტატებს მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ წარუდგინა.
წესის მიხედვით, ფიზიკურ პირთა მფლობელობაში არსებული, სტიქიის შედეგად დაზიანებული ავტომობილები, რომლებზეც კომპენსაცია გავრცელდება ორ კატეგორიად იყოფა. პირველ კატეგორიაში შედის დაზიანებული ავტომობილები, რომელთა საბაზრო ღირებულება 5 ათასი აშშ დოლარი (შესაბამისი ექვივალენტი ლარში) და მეტია. ამ ავტომობილების მფლობელები ავტომობილების საბაზრო ღირებულების 70 %, ხოლო ავტომობილების, რომელთა საბაზრო ღირებულება 5 ათას აშშ დოლარზე (შესაბამისი ექვივალენტი ლარში) ნაკლებია 100 % ანაზღაურებას მიიღებენ. მეორე კატეგორიაში, არასრულად განადგურებული ავტომობილები შედის, რომელთა მფლობელები, წესის მიხედვით, ავტომობილის საბაზრო ღირებულების 25 % მიიღებენ. აღნიშნული წესის გარდა, მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა დასამტკიცებლად, დეპუტატებს კიდევ სამი საკითხი წარუდგინა.
ამის შემდეგ, სხდომაზე, მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა ოთხ საკითხზე ისაუბრა, რომლებიც ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის ქვეპროგრამების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების წესების დამტკიცებასა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელებას ეხებოდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ასევე წარმოადგინეს მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ აბულაძემ, “თბილსერვის ჯგუფი”-ს წარმომადგენელმა დავით ჩანქსელიანმა, ტექნოლოგიური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა შოთა საღრიშვილმა, მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილემ ელგუჯა მაკალათიამ, საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის მოადგილემ ლერი ქვარაიამ, საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















