MAN Truck & Bus-მა სატვირთო მანქანების ახალი თაობა წარმოადგინა
საქართველო, თბილისი - 11:04 | 19.02.2020 ნანახია: 1599
• MAN-ის სატვირთო მანქანების ახალი თაობა სრულიად ახალ სტანდარტებს ამკვიდრებს
• 8 პროცენტით შემცირებული საწვავის ხარჯი და უფრო ნაკლები გამონაბოლქვი
• ახალი ასისტენტ-სისტემები მეტი უსაფრთხოებისთვის
MAN Truck & Bus-მა 20 წლის შემდეგ პირველად წარმოადგინა სატვირთო ავტომობილების სრულიად ახალი თაობა, რომელიც ტრანსპორტის სფეროში მუდმივად ცვალებად მოთხოვნებზეა ორიენტირებული და უდიდეს სეგმენტში სრულიად ახალ სტანდარტებსა და მასშტაბებს ამკვიდრებს - ასისტენტ-სისტემების, მძღოლზე ორიენტირებული მიდგომისა და ციფრული კავშირის თვალსაზრისით.
სატვირთო მანქანების ახალი თაობის შექმნით, MAN Truck & Bus-მა გადადგა დიდი ნაბიჯი იმისათვის, რომ გასცდეს ავტომწარმოებლის სტატუსს და გახდეს გონივრული სატრანსპორტო გადაწყვეტილებების მიმწოდებელი. საწვავის ხარჯის 8 პროცენტით შემცირებით, MAN-ის ახალი სატვირთოების გამონაბოლქვიც მნიშვნელოვნად შემცირდა.
მოხვევის განახლებული ასისტენტი სატვირთოების მძღოლებს ქალაქში ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილებაში დაეხმარება. ზოლის შეცვლის ასისტენტი მძღოლს აფრთხილებს სხვა ავტომობილის შესახებ.
სატვირთო მანქანების ახალი თაობა ლეგენდარული სერიის ტრადიციებს გააგრძელებს. მაგალითად, MAN TGA, რომელიც 2000 წელს შეიქმნა, სატვირთოების სეგმენტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. MAN Truck-ის ახალი თაობა კი კიდევ უფრო კომფორტული, უსაფრთხო, სანდო, ეკონომიური და სერვისის თვალსაზრისით უფრო მეტად ხელსაყრელია.
ევროკავშირში, უახლოესი 20 წლის განმავლობაში ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროში მოთხოვნის 40-პროცენტიან ზრდას ელოდებიან. ასევე, კიდევ უფრო გამკაცრდება გამონაბოლქვის კანონი - სავალდებულო გახდება CO2-ის გამოყოფის 15 პროცენტით შემცირება 2025 წლამდე და 30 პროცენტით 2030 წლამდე.
„ჩვენი მომხმარებლები ჩვენგან სამართლიანად ელიან პასუხებს თავიანთ კითხვებზე. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ ვიყოთ ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რისი მოლოდინიც ახლო მომავალშია. ეს ძალიან დიდი, მაგრამ აუცილებელი გამოწვევაა. ჩვენც შესაბამისად ვმოქმედებთ, რასაც ჩვენი სატვირთო ავტომობილების ახალი თაობა ადასტურებს,“ - აცხადებს MAN-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იოახიმ დრეესი.
MAN სატვირთო მანქანების ახალი თაობით თავის მომხმარებლებს და მძღოლებს სთავაზობს იმას, რასაც ისინი ამ ბრენდისგან ელოდებიან - უბრალოდ, კიდევ უფრო უკეთესს.
სატვირთო ავტომობილში მძღოლის სამუშაო გარემოს გაუმჯობესება ნიშნავს მისი მოტივაციის და ქმედითუნარიანობის ამაღლებას. მძღოლის კმაყოფილება სატრანსპორტო კომპანიის წარმატების ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, MAN-ის სატვირთო მანქანების ახალ თაობაში უდიდესი ყურადღება დაეთმო ერგონომიკისა და ციფრულ ტექნიკასთან კავშირის გაუმჯობესებას.
ასევე კომფორტულად მართვას და მძღოლის კომფორტულად დაძინებას. ახალ მანქანებზე მუშაობისას, MAN-ში უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭა მძღოლებისგან მიღებულ გამოხმაურებებს. თანამედროვე სისტემები, როგორებიცაა მოხვევის ასისტენტი, საცობი ასისტენტი და ზოლის შეცვლის დამხმარე სისტემა, მძღოლს ათავისუფლებს ზედმეტი წნეხისგან და მეტი უსაფრთხოება ახალ საფეხურზე აჰყავს.
საწვავის ხარჯისა და გამონაბოლქვის შემცირებაში თავისი წილი წვლილი მიუძღვის გაუმჯობესებულ აეროდინამიკას. წარმოების კომპონენტების მასშტაბური გაუმჯობესების, ცვეთის შემცირების და სერვისის გამარტივების გამო მნიშვნელოვნად შემცირდება შესაბამისი კომპანიის ხარჯი.
რამდენად კარგია სატვირთო მანქანა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სასარგებლოა ის ეკონომიკური თვალსაზრისით რამდენად მარტივად ასრულებს ის სატრანსპორტო დავალებებს. ამაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს მანქანის სანდოობასა და გამძლეობას. იმისათვის, რომ გერმანიის ტექ-დათვალიერების (TUV) სტატისტიკაში მომავალშიც საუკეთესო შედეგები ჰქონდეს, MAN-ის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა კიდევ უფრო გამძლე და უპრობლემო ტექნიკის შექმნა იყო.
სრულიად ახალია და მნიშვნელოვნად გამარტივდა ავტომობილებში გამოყენებული ელექტრონიკის არქიტექტურა, რაც გაზრდის დეტალების სიცოცხლისუნარიანობას.
კონფიგურატორის მეშვეობით შესაძლებელია ახალი MAN TGX-ის, TGS-ის, TGM-ის ან TGL-ის ზუსტად ისეთი კომპლექტაციით შეკვეთა, როგორიც მომხმარებელ კომპანიას სურს. MAN-ის ახალი თაობის სატვირთოების დევიზია „Simply my truck“და ეს მხოლოდ სლოგანი არ არის.
იმისათვის, რომ უშუალოდ მომხმარებლებისგან მოესმინა შენიშვნები და ახალ თაობაზე მუშაობის პროცესში მათი აზრი გაეთვალისწინებინა, MAN-მა 700-ზე მეტი მძღოლი მიიწვია. მათი გამოხმაურების გათვალისწინება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იყო. გარდა ამისა, მიუნხენში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ მომხმარებელი კომპანიების წარმომადგენლები 16 ქვეყნიდან.
MAN Truck-ის ახალი თაობა - პროექტი ციფრებში
- პროექტზე მუშაობის დრო: 12 000 000 საათი
- 4 000 000 კილომეტრი ტესტ-დრაივებზე, ოფიციალურ პრემიერამდე
- პროგრამული უზრუნველყოფისთვის დაიწერა 2 800 000 კოდი
- დიზაინზე მუშაობის დრო: 167 000 საათი
- პროექტში მონაწილეობდა MAN-ის 2 100 თანამშრომელი
- MAN-ის ახალი თაობის სატვირთოებში ხელმისაწვდომია 8 სხვადასხვა ზომის კაბინა
- საწვავის ხარჯი შემცირებულია 8 პროცენტით
- იწარმოება 4 მოდელი: MAN TGX, TGS, TGM და TGL
- ეს ყველაფერი გააკეთა ერთმა გუნდმა - MAN Truck & Bus-ში 36 000 ადამიანია დასაქმებული.
სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელი კომპანია MAN-ის ოფიციალურ იმპორტიორს საქართველოში წარმოადგენს კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“, რომელიც გახლავთ „თეგეტა მოტორსის
პოლიტიკა
- უმჯობესი იქნება, დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა - ირაკლი კობახიძე
- ბაჩიაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი სისტემა პირადი შურისძიების ინსტრუმენტია ივანიშვილის ხელში - ფედერალისტები
- ივანიშვილზე სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს – დიდი ბრიტანეთი მოქმედებისთვის მზად არის - თინა ბოკუჩავა
- ვთავაზობ ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მომმართოს განცხადებით შეწყალების შესახებ და დაადასტუროს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გამოვცემ აქტს შეწყალების თაობაზე - მიხეილ ყაველაშვილი
საზოგადოება
- „თეგეტა მოტორსი“ გარემოსთვის - დაბა ბაკურიანი საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმენდილია
- PSP ახალი კონცეფციის აფთიაქი ბათუმში გაიხსნა
- „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზეთისა და აკუმულატორის შეცვლა 20 წუთშია შესაძლებელი
- ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე - „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
სამართალი
- გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, გლდანის ციხეში სცემეს
- ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
- პროკურატურამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
მსოფლიო
- აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთის ეფექტურად შესაკავებლად, ევროპამ საერთო თავდაცვის სისტემა უნდა შექმნას - ანტონიო კოშტა
- დაუნდობელი ცეცხლის ქვეშ მყოფი უკრაინა რეფორმებს რეფორმებზე ატარებს, მან შეასრულა თავისი დავალება, გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და უკრაინა იმსახურებს წინსვლას - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- ჩვენ გვსურდა ხამენეის ლიკვიდაცია, მაგრამ ოპერატიული შესაძლებლობა არ არსებობდა - ისრაელ კაცი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ პრესტიჟული ჯილდოების – Toyota Ichiban 2025-ისა და Going Beyond-ის მფლობელი გახდა
- „თეგეტა ჰოლდინგმა“ Toyota Tsusho Corporation-ისა და Toyota Caucasus-ის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლა
- ავტოპარკის მოქნილი და ეფექტიანი მართვა - საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში „ევროპქარ ჯორჯია“ „სოკარ ჯორჯია გაზს“ 75 ავტომობილს მიაწვდის
- AI-ს როლი საავტომობილო ინდუსტრიაში და ციფრული ტრანსფორმაცია — „თეგეტამ“ Change Inspire-ის აუდიტორიას ახალი ინოვაციური პროექტები გააცნო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება