საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერაზე აცხადებს
საქართველო, თბილისი - 12:14 | 10.03.2020 ნანახია: 1630
საქართველოს ბანკი ტურიზმის სექტორში შექმნილი ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე, სასტუმროების ბიზნესის მხარდაჭერაზე აცხადებს.
საქართველოს ბანკი აქტიურ კომუნიკაციაზეა კლეინტებთან, რომლებიც მასპინძლობის სფეროში, კერძოდ სასტუმროების ბიზნესში საქმიანობენ და გამოხატავს მზადყოფნას, მათთან ერთად განიხილოს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მათი ბიზნესებისთვის შეღავათების დაწესებასთან, მათ წინაშე არსებული პრობლემების დაძლევასა თუ სამომავლო სამოქმედო გეგმასთან.
საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას, ტურიზმისა და მასპინძლობის, კეროდ სასტუმრო ბიზნესის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას და შემდგომ წახალისებას.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ახლა, კიდევ უფრო მეტად, შევუწყოთ ხელი მასპინძლობის სფეროში არსებულ ბიზნესებს. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, გარდა იმ აქტიური კომუნიკაციისა, რომელიც სექტორში მოღვაწე ბიზნესებთან გვაქვს, კიდევ ერთხელ ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს, რათა განვიხილოთ მათთვის საინტერესო ყველა საკითხი, მათ შორის მათთვის შეღავათების დაწესების შესახებ.
საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა. ბანკი უკვე წლებია ხელს უწყობს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, როგორც ფინანსურად, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით, რათა სასტუმრო ბიზნესს განვითარების შესაძლებლობა მისცეს და შესაბამისად, წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში.
მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი, მითუმეტეს ისეთი როგორც ტურიზმისა და მასპინძლობის სწრაფად მზარდი სექტორია, ძლიერი ეკონომიკის საწინადარია", - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















