Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში
საქართველო, თბილისი - 13:30 | 04.06.2020 ნანახია: 2043
თეგეტა ჯგუფის შვილობილი კომპანია Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. Tegeta Rent a Car 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მისი ბიზნეს პროფილი გახლავთ ავტომობილების გაქირავება როგორც უცხოელი ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი საცალო და კორპორატიული მომხმარებლებისთვის.
2020 წლის 1 ივნისიდან, Tegeta Rent a Car-მა მიიღო მსოფლიოში ლიდერი ბრენდის Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენლის სტატუსი საქართველოში.
Europcar დაარსდა 1949 წელს პარიზში და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ჰოლდინგს როგორც მსუბუქი და კომერციული ავტომობილების, ასევე სკუტერების გაქირავება /"შეარინგის" მიმართულებით.
Europcar ემსახურება 8 მილიონზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 135 ქვეყანაში, 4 000-მდე ლოკაციაზე. Europcar-ის ჯგუფი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს როგორებიცაა: GoldCar, InterRent, Fox Rent a Car, Scooty, Ubeeqo და სხვა.
Europcar-ის 70 წლიანმა გამოცდილებამ ბრენდს შეუქმნა უნიკალური ღირებულებები და დღეს წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად და სანდო კომპანიას. სწორედ უმაღლესი ხარისხის მომსახურების და მრავალწლიანი გამოცდილების ხარჯზე Europcar არის ისეთი კომპანიების ოფიციალური პარტნიორი როგორებიც გახლავთ: Lufthansa, Turkish Airlines, Accor Hotels, Citibank და ა.შ.
Europcar-ის ბრენდის ქვეშ ოპერირება, Tegeta Rent a Car-ს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შსეთავაზოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება ახალი და უსაფრთხო ავტომობილების შეთავაზების გზით.
Europcar Georgia, როგორც კომპანიებს, ისე საცალო მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურების ფართო არჩევანს:
· ავტომობილების დღიური გაქირავება
· სატრანსპორტო მომსახურება (მძღოლის მომსახურებით)
· გრძელვადიანი იჯარა
· საოპერაციო ლიზინგი
· ტრანსფერები - საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართულებით.
Europcar Georgia-ის ავტოპარკში წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მსუბუქი, მაღალი გამავლობის და VAN კატეგორიის ახალი ავტომობილები. ყველა ავტომობილი დაზღვეულია, ასევე აღჭურვილია უახლესი ჯიპიეს სისტემით და ყველა საჭირო აქსესუარით.
საჭიროების შემთხვევაში კომპანია ასევე უზრუნველყოფს დამატებით ბავშთა სავარძელს, მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებს, ინტერნეტს და სხვა. ავტომობილის აყვანა / ჩაბარება შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე და რაც მთავარია თქვენ არ გაქვთ შეზღუდვა გარბენზე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიის ქოლ ცენტს: (+995) 32 244 80 80 ან (+995) 591 17 67 93.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















