ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 18:02 | 12.06.2020
ნანახია: 813

ქავთარაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია დასრულდა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. სპეცოპერაციას სუს-ი ატარებდა.

გავრცელებული ცნობით, სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, ეროვნებით ჩეჩენი, ერთი პირი დააკავეს. დიდი ალბათობით საუბარია ნარკოდანაშაულზე.

დაკავებული საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდა, მას ჰქონდა ნაქირავები ბინა და სავარაუდოდ, სწორედ ამ ბინის ჩხრეკა მიმდინარეობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე