„შენს დას გადაეცი, მე არანაირი ქონება არ მაქვს“ - ირაკლი კაკაბაძე პატრიარქს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 13:50 | 10.01.2016 ნანახია: 3096
ირაკლი კაკაბაძე საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს პირისპირ შეხვდა. შეხვედრის დეტალები კაკაბაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. „პრაიმნიუსჯორჯია“ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ნეტარ იყვნენ ღატაკნი, რამეთუ მათია სასუფეველი ცათა…
დღეს საოცარი შეხვედრა მქონდა პატრიარქთან. რამოდენიმე წუთი ვისაუბრეთ ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ცხოვრებაზე. ის, როგორც ყოველთვის, საოცრად მშვიდი იყო. როგორც ყოველთვის მოიკითხა თბილად მთელი ჩემი ოჯახი. და მთხოვა: შენს დას გადაეცი, მე არანაირი ქონება არ მაქვს - მე არც შვილი მყავს რომ ქონება დავუტოვო - ჩემი შვილები თქვენ ხართ და ყველაფერი რაც აქ არის, საპატრიარქოში ისევ და ისევ ქართველი ხალხისაა. საერთოდ, ქონების ქონება არც ისე კარგი საქმეა. სჯობია ის ადამიანმა გასცეს, როგორც ამას მაცხოვარი ამბობს.
სიბრძნეა ეს. დიახ, ქონება ადამიანს ამძიმებს. ქონება ადამიანს აუბედურებს. ადამიანს მხოლოდ მინიმუმი სჭირდება. მას სიხარბე აბრმავებს და აგიჟებს. ზუსტად ასე ფიქრობდა დედაჩემიც - ნათია ამირეჯიბიც. სწორედ ამიტომ იყო, რომ სიტყვა 'ბურჟუა' მისთვის დამამცირებელი ტერმინი იყო. 'რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია'. დიახ, ადამიანის და საზოგადოების სიმდიდრე სწორედ იმაშია თუ რამდენად ბევრის გაცემა შეუძლია მას. გაცემაა სიმდიდრე და არა მოხვეჭა.
და დღევანდელი დღის მთავარი პრობლემა სწორედ მომხვეჭელობის კულტია. დღევანდელი დღის ფსევდო მას-კულტურამ სწორედაც რომ ასეთი მახინჯი იდეალი მოიტანა. უცნაურია, მაგრამ 1992 წლის შემდეგ სწორედაც რომ ფსევდო კულტურა დამკვიდრდა საქართველოში - ნეოლიბერალური ეგოცენტრიზმი - და ეს არა მარტო საქართველოშია. მთელი მსოფლიო მძიმე სულიერ კრიზისს განიცდის. განსაკუთრებით კი მატერიალისტური დასავლეთი, სადაც ფულის-დაუ ჯონსის-ფილისტერიზმის ფსევდო იდეალი ბატონობს. როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი ამბობს, დღევანდელ დასავლეთში 'დემოკრატიის პორნოგრაფიაა', სადაც ფულის კულტი ჭამს ყველა იდეალს. თავისუფლება აღარ არის თავისუფალი. ის დამორჩილებულია კრედიტ-კარტებს და კრედიტ-კომპანიებს. ადამიანს მარტო ერთი არჩევანი ეძლევა - რომ იყოს მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებელი. მომხმარებლობას ამაზონის ჯუნგლებშიაც ძალით ტენიან.
დიახ, ადამიანი არ უნდა იყოს მომხმარებელი. მან არ უნდა თქვას სხვა ადამიანზე: მე ის მოვიხმარე ან ვიხმარე. ადამიანი მოყვარული უნდა იყოს. სხვა ადამიანის მოყვარული. როგორც ემანუელ ლევინასი იტყოდა, ასევე მეოცე საუკუნის დიდი მოაზროვნე - ადამიანის მოვალეობაა რომ ის იყოს არა-ინდიფერენტული - მას ფეხებზე არ უნდა ეკიდოს 'სხვა'. მაშინ არის ადამიანი ადამიანი.
პრუდონი ამბობდა რომ კერძო საკუთრება არის ქურდობა. მართალი იყო პრუდონი. ენგელსი ამბობდა რომ კერძო საკუთრება სახელწიფი ტერორის მანქანასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტებაა. მართალი იყო ენგელსიც. ქრისტე ამბობდა რომ რაც გაცვია გაიხადე და გაჭირვებულს მიეციო. ის არ იყო კერძო საკუთრების მფლობელი. ის იყო იდეალური არსება. და ის არ ფლობდა კერძო საკუთრებას. არც მაჰათმა განდი არ ფლობდა კერძო საკუთრებას. არც ილია მეორე არ ფლობს კერძო საკუთრებას.
ვინ ვარ მე რომ ვფლობდე კერძო საკუთრებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტებაა მსოფლიოში.
ათასობით ადამიანს სახლ-კარის გარეშე ტოვებს ეს კერძო საკუთრების მფლობელ ბანდიტთა სისტემა. ნამდვილი ქურდები კერძო მესაკუთრეები არიან. დიახ, პრუდონი მართალი იყო - კერძო საკუთრება ქურდობაა.
დაიხ, მართალნი არიან ნეგრი და ჰარტი - როცა ისინი ამბობენ - ჩვენ გვინდა საერთო საკუთრება.
დიახ - ამაზე ლაპარაკი საშიშია. დიახ, ამაზე ლაპარაკი აკრძალულია. მაგრამ - ამის კეთება სიყვარულია.
მე არ მინდა კერძო საკუთრება. ისევე როგორც პატრიარქს არ უნდა კერძო საკუთრება.
უარი ვთქვი კერძო საკუთრებაზე - და მივიღე საერთო საკუთრება. არა ბოლშევიკური საკუთრება - არამედ საერთო საკუთრება.
ადამიანი არ არის ბოროტი არსება. ასე ფიქრობდა დედაჩემი. ადამიანის დანიშნულებაა რომ არა მატერიისთვის, არამედ იდეისთვის იცხოვროს და მოკვდეს. ასეც ფიქრობდა დედაჩემი. უიდეო და მატერიალისტი ადამიანი ისეთივე მარტოობაში კვდება ვარდით ხელში, როგორც ორსონ უელსის 'მოქალაქე კეინი' - ასეც ფიქრობდა დედაჩემი. ეს მის წიგნებშიც წერია. და ბევრი სხვა რამეც.
პატრიარქმა დღეს სიბრძნე მითხრა. მას არ აქვს კერძო საკუთრება - მას არ აქვს ქონება - და ის ბედნიერია თავისი ხალხის სიყვარულით.
მაშასადამე, მეც არ უნდა მქონდეს კერძო საკუთრება.
სიხარბე ანგრევს ადამიანს.
სიყვარული აშენებს მას”, - წერს ირაკლი კაკაბაძე
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე პატრიარქის შესახებ ვრცელი სტატუსი დაწერა: „9-10 წლის ვიქნებოდი ალბათ, ახლობლების ჯვრისწერის შემდეგ, დედაჩემთან ერთად პატრიარქის სახლში (სიონის გვერდით) რომ აღმოვჩნდი. ბუნებრივია მაშინ ვერაფერი შევნიშნე და პირიქით, დიდი ინტერესით ვათვალიერებდი მის მისაღებ ოთახს სადაც ყველანი მიგვიღო… როგორც ჩანს დედაჩემიც პირველად იყო მასთან სტუმრად, რადგან იმ დღის მერე მახსოვს მისი აღშფოთებული საუბარი იმის თაობაზე, რომ პატრიარქი ასეთ სიმდიდრეში არ უნდა ცხოვრობდეს, რომ ოქრო თვალს არ უნდა გჭრიდეს მის ბინაში, რომ ძვირფასი ნივთებით გამოტენილი სახლი არ უნდა ქონდეს და რომ ეს მეშჩანობა და უზნეობაა.
ხოდა მადლობა დედას სულ პატარაობიდან რომ მასწავლა ისეთი ჭეშმარიტებები, დღესაც რომ არ იციან ზრდასრულმა (დაბალ და მაღალჩინოსანმა) რეგვენებმა. მხოლოდ ის კი არა, რომ ძვირფასი ოქროს და "ხრუსტალის" ნივთები უზნეობაა, არამედ ის რომ პატრიარქი უზნეო მეშჩანი იყო.
ეს პოსტი კი უფრო დედაჩემს ეძღვნება, რომელიც საშინლად მაკლია და მენატრება“.
facebook.com - ზე გამოქვეყნებული საჯარო სტატუსი
პოლიტიკა
- ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფუჭა ეს ურთიერთობები, ტრამპს დაახვედრა ლამის ჩიხში შესული ურთიერთობა ქართველ ხალხთან, ასე რომ, ვინც გააფუჭა, მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯები მისგან მოდიოდეს - შალვა პაპუაშვილი
- ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული მცდელობაა, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია - არასამთავრობოები ჩხრეკაზე
- ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს ჩვენი მოკავშირეების მხრიდან სანქციები დაუწესდეთ - "წინააღმდეგობის პლატფორმა" ჩხრეკაზე
- ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა
საზოგადოება
- „არ გადაყარო, ჩააბარე“ - დედამიწის კვირეული „თეგეტა მოტორსთან“ ერთად გრძელდება
- საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
- „არ გადაყარო, ჩააბარე“ - მოემზადე დედამიწის კვირეულისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
- საირმეში, მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი ჩაეშვა
სამართალი
- ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა
- მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სახეში დაარტყა ხელი, ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია - გრიგოლ ბესელია
- მანიფესტაციის წესის დარღვევის მუხლით გამოწერილ ჯარიმებზე მოქალაქეებს მიუვიდათ შეტყობინება, რომ ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე, ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს - შსს
მსოფლიო
- იმედი მაქვს, კრემლი ხვდება, რომ პრეზიდენტ ტრამპთან თამაში არ ღირს - ფინეთის პრეზიდენტი
- ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა, გაჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, შეფერხებულია ფრენები
- ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი ვატიკანში 7 მაისს შეიკრიბება
- უკრაინასა და რუსეთს მოუწევთ ტერიტორიების დათმობა - ჯეი დი ვენსი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს