მაშველებმა მდინარე რიონში 72 წლის კაცის ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 14:32 | 12.07.2020
ნანახია: 796

სამტრედიაში, 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, მდინარე რიონში, 72 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

კაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. გარდაცვლილის შვილის ინფორმაციით, მამამისი სახლიდან 9 ივლისს, საღამოს გავიდა და მას შემდეგ აღარ უნახავთ. მოგვიანებით, კაცის ტანსაცმელი მდინარე რიონის სანაპიროზე იპოვეს, რის შემდეგაც სამძებრო სამუშაოები მდინარეში დაიწყო.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო სამტრედიისა და ქუთაისის სამაშველო ბრიგადები.


პოლიტიკა