კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 27 აჭარაში დაფიქსირდა

საქართველო, თბილისი - 12:32 | 10.09.2020
ნანახია: 470

კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 27 აჭარაში გამოვლინდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, სტაციონარში 122 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

საკარანტინო სივრცეში მეთვალყურეობას გადის 18 კოვიდდადებითი პაციენტი.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 9 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. სულ ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით ინფიცირების 1 850 შემთხვევაა გამოვლენილი, 19 პირი კი ვირუსის შედეგადაა გარდაცვლილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე