"ენგურჰესის" 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 16:51 | 10.09.2020
ნანახია: 863

ენგურჰესის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.

როგორც ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ აღნიშნა, 4-დან 2 პაციენტი ცოლ-ქმარია, 2 კი თანამშრომელი.

მისივე ცნობით, ენგურჰესის თანამშრომელთა ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა.

გარდა ამისა, ენგურჰესის ათობით თანამშრომელს ტესტირება ჩაუტარდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე