ქუთაისში "ვენდის"-ის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 20:08 | 10.09.2020
ნანახია: 625

ქუთაისში სარესტორნო ქსელ "ვენდის"-ის თანამშრომელს "კოვიდ-19" დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თანამშრომელს ტესტი გუშინ გაუკეთდა და პასუხი დადებითია.

ამ დროისთვის ობიექტი დაკეტილია, თანამშრომლებს ტესტირება უკვე ჩაუტარდათ და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

სავარაუდოდ, სარესტორნო ქსელში კორონავირუსი ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომლებისგან გავრცელდა.

შეგახსენებთ, ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე