საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 10:16 | 11.09.2020
ნანახია: 736

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა 1917-მდე გაიზარდა. 

შესაბამისად, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 1917 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1354 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 19.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -390.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე