30 ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 5-ის კი კრიტიკულად მძიმე - მარინა ეზუგბაია

საქართველო, თბილისი - 12:47 | 14.09.2020
ნანახია: 543

კორონავირუსის აქტიური შემთხვევებიდან, 30 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 5-ის კი კრიტიკულად მძიმე, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს, სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.

"კრიტიკულად მძიმე მხოლოდ 5 პაციენტი გახლავთ, მძიმე - 30, მაგრამ ყველა მათგანის კონტროლირება მაქსიმალურად ხდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია", - ამბობს ეზუგბაია.

დღეს, 14 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. გამოჯანმრთელდა 1 ადამიანი. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 2 392 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 370 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე