აჭარაში პოლიციის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველო, თბილისი - 12:49 | 14.09.2020
ნანახია: 602

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის 2, ხოლო საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. თანამშრომლების ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი.

ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები.

სამივე პოლიციელის მკურნალობა მიმდინარეობს კლინიკაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე