ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველო, თბილისი - 10:02 | 14.09.2020
ნანახია: 491

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სოფლის შესასვლელ-გასასვლელში სამედიცინო კარავი მოეწყო. მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ.

პრევენციის და ვირუსის დროულად გამოვლენის მიზნით, დილიდან დაიწყო სოფლის ყველა მცხოვრებისთვის ტესტირების ჩატარება. ეპიდემიოლოგთა ჯგუფი ინფიცირებული მოსახლეობის კონტაქტებს აქტიურად სწავლობენ.

სოფელ მატანში კორონავირუსის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია 11 სექტემბერს გავრცელდა. დადებითი პასუხი კორონავირუსზე მატანში მამაკაცს დაუდასტურდა, სადაც ის გორიდან დაბრუნდა. მამაკაცს 5 სექტემბერს გორში ქორწილი ჰქონდა. მეორე დღეს კი ვირუსი მის მშობლებსაც დაუდასტურდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე