ქუთაისის N24 საჯარო სკოლის დირექტორს, ბუღალტერსა და საქმეთა მმართველს კორონავირუსი დაუდასტურდათ

საქართველო, თბილისი - 13:06 | 14.09.2020
ნანახია: 548

ქუთაისის N24 საჯარო სკოლის დირექტორს, ბუღალტერსა და საქმეთა მმართველს „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ.

24-ე საჯარო სკოლის დირექტორ ელიზბარ ბარბაქაძის ინფორმაციით, მის თანამშრომელს კონტაქტი ჰქონდა 32-ე საჯარო სკოლის ბუღალტერთან და დაინფიცირებაც აქედან მოხდა. პაციენტები საჩხერის სამედიცინო ცენტრში და ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

მისივე ინფორმაციით, სკოლის 45-ვე თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე