გორსა და სოფელ მატანში დაინფიცირების მიზეზი გორში გამართული100-კაციანი ქორწილია - ეზუგბაია

საქართველო, თბილისი - 13:08 | 14.09.2020
ნანახია: 600

გორსა და სოფელ მატანში ინფიცირების შემთხვევები 5 სექტემბერს გორში გამართულ 100-კაციან ქორწილს უკავშირდება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ეზუგბაია მოქალაქეებს მიმართავს თავყრილობებს მოერიდონ.

„გორში 5 სექტემბერს კვლავ ჩატარდა 100-კაციანი ქორწილი, რაც გორსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში პირების დაინფიცირების მიზეზი გახდა. მოსახლეობას, მოქალაქეებს კვლავ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარებისგან და არსებულ დაწესებულ შეზღუდვებს დაემორჩილონ, თუ არადა, მრავალი ასეთი შედეგი დადგება, რაც კიდევ უფრო ცუდად წაადგება სიტუაციას“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა - 165 შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის სოფელ მატანში 15 შემთხვევა დაფიქსირდა. 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე