საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება - ნათია მეზვრიშვილი

საქართველო, თბილისი - 14:36 | 14.09.2020
ნანახია: 564

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცადებით, მთავრობა საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება.

მისი თქმით, მთავრობა სიტუაციას სრულად აკონტროლებს.

"სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება, სრულად აკონტროლებს დღეს მთავრობა სიტუაციას", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ამ დროისათვის კორონავირუსის 2 392 შემთხვევაა დადასტურებული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე